reportiori.ge - პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები პრემიერ-მინისტრს მიმართავენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 01:35
საზოგადოება
პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები პრემიერ-მინისტრს მიმართავენ
ავტორი:
16 იანვარი, 2016. 14:46


პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები პრემიერ-მინისტრს,გიორგი კვირიკაშვილს განცხადებით მიმართავენ და გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას ითხოვენ:


"მოგმართავთ 2012 წლის 28 დეკემბრის "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე "პოლიტიკური პატიმრის" სტატუსით გათავისუფლებული პირები, გათავისუფლების დღიდან ვცდილობთ სამართლიანობის აღდგენას. არ არსებობს სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენს მიმართ დადგენილი უკანონო და უსამართლო განაჩენები შესწავლილი და გადახედილი იქნას, რათა სწორედ სამართლებრივი გზით მოხდეს ჩვენს მიმართ ინკრიმინირებული დანაშაულებთან დაკავშირებული სიყალბეების გამოაშკარავება. ჩვენი გათავისუფლების შემდეგ ჩვენი სრულყოფილი რეაბილიტაციისათვის არათუ არ გადადგმულა არც ერთი ნაბიჯი, სამართლებრივი გზით დაგვემტკიცებინა ჩვენს საქმეებში პოლიტიკური მოტივების არსებობის, არამედ პირიქით, სისტემატურად ვხდებით ლანძღვისა და ტალახის სროლის ობიექტები სხვადასხვა მარგინალური პირებისა და ჯგუფების მხრიდან, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თითქოს ჩვენთვის პოლიტპატიმრობის სტატუსის მონიჭების საფუძველი კორუფცია და საქმის ჩაწყობა იყო. არაერთი მცდელობის მიუხედავად, ჩვენ ვერ მივაღწიეთ ამ საკითხებზე პარლამენტში საკომიტეტო მოსმენის დანიშვნას. აღნიშნულის გამო იძულებული ვართ მოგმართოთ თქვენ, როგორც საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელს, რათა თქვენთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროს შეხვდეთ ჩვენს წარმომადგენლებს, რომლებიც გაგაცნობენ ჩვენს პოზიციას აღნიშნულ პრობლემაზე, გაგიზიარებენ თავიანთ მოთხოვნებს და მომავალი მოქმედების გეგმებს", - ნათქვამია მიმართვის წერილში.


განცხადებას ხელს აწერენ: ნანა თხელიძე, ლევან ჩაჩუა, თორნიკე მოლაშვილი, ზაალ ჟვანია, შოთა იამანიძე, რამაზ ღვალაძე, ზაზა გვიმრაძე, რატი მაისურაძე, ჯემალ გუნდიშვილი, ოლეგ კეშელავა, ივანე ჩიღვინაძე, გიორგი გაბედავა და სხვები.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016