reportiori.ge - მოთხილამურე პატრულირება საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე დაინერგება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 01:36
საზოგადოება
მოთხილამურე პატრულირება საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე დაინერგება
ავტორი:
16 იანვარი, 2016. 15:46


შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის დავალებით, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა გოგა რაზმაძემ, მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციისა და პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მოთხილამურე პატრულის პროექტის მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრა სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში გამართეს.


შს სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფის წევრები გუდაურში ვიზიტის დროს, საპილოტე პროექტის დაწყებამდე, კიდევ ერთხელ ადგილზე გაეცნენ იქ არსებულ ვითარებას, დაათვალიერეს სათხილამურო ტრასები, ინფრასტრუქტურა, გაესაუბრნენ დამსვენებლებსა და სპორტსმენებს. საპილოტე პროგრამა საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების სათხილამურო ტრასებზე უსაფრთხოების გაძლიერებისთვის შემუშავდა. სიახლე უსაფრთხოების სტანდარტების ასამაღლებლად დამატებითი ღონისძიებების გატარებასა და მოთხილამურე პატრულის ჩამოყალიბებას გულისხმობს.


ახალი პროგრამა შს მინისტრის ბრძანების საფუძველზე უახლოეს დღეებში ამოქმედდება. მიმდინარე წლის სეზონზე, პირველ ეტაპზე პროექტი გუდაურში განხორციელდება, მომავალ წელს კი მოთხილამურე პატრულირება უკვე საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე დაინერგება.


უსაფრთხოების ღონისძიებებს რეგიონული პოლიციის დეპარტამენტების, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და შსს-ს სხვა რეგიონული დანაყოფების თანამშრომლები თავიანთი კომპეტენციისა და მოქმედების არეალში უზრუნველყოფენ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016