იაპონელი ასტროფიზიკოსები ჩვენს გალაქტიკა ირმის ნახტომში მეორე გიგანტური
შავი ხვრელის აღმოჩენის შესახებ იტყობინებიან. მანამდე, მეცნიერებმა გალაქტიკის ცენტრში არსებული მხოლოდ ერთი - სუპერმასიური შავი ხვრელის - მშვილდოსანი A *-ს შესახებ იცოდნენ. ასტროფიზიკოსთა ამ აღმოჩენის შესახებ პორტალი Science News-ი იუწყება.
შავი ხვრელი ირმის ნახტომის ცენტრიდან 200 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. ობიექტის დიამეტრი 0,3 სინათლის წელია, მასა კი ჩვენი მზის მასას 100 000-ჯერ აღემატება.
აღმოჩენა რადიოტელესკოპ Nobeyama 45-m-ის მიერ განხორციელებული დაკვირვებების შედეგად გაკეთდა, რომელიც გაზის ღრუბელ CO-0.40-0.22-ს სწავლობდა. ამ ღრუბელში ნაწილაკები სიჩქარის ფართო ინტერვალებით მოძრაობდნენ. ინფრაწითელ და ოპტიკურ დიაპაზონებში ჩატარებული დაკვირვებების შედეგად, CO-0.40-0.22-ში მსხვილი ობიექტები არ აღმოჩნდა.
ასტროფიზიკოსთა დასკვნით, ნაწილაკთა მაღალი სიჩქარით მოძრაობა შავი ხვრელის არსებობითაა განპირობებული. იაპონელ მეცნიერთა აზრით, იგი სავარაუდოდ „საშუალო მასის" კლასს მიეკუთვნება, რადგან როგორც წესი, სუპერმასიური შავი ხვრელები გალაქტიკათა ცენტრში მდებარეობენ.
წყარო: 1TV