reportiori.ge - თამბაქოს პროდუქციაზე ფასები 28-დან 35 თეთრამდე გაიზარდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 01:32
საზოგადოება
თამბაქოს პროდუქციაზე ფასები 28-დან 35 თეთრამდე გაიზარდა
ავტორი:
17 იანვარი, 2016. 10:30




2016 წლის 1-ელი იანვრიდან საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები ამოქმედდა, რომლის თანახმადაც, თამბაქოს პროდუქციაზე აქციზის განაკვეთი ფიქსირებული 20 თეთრით და ღირებულების 5%-ით გაიზარდა.



აქციზის ზრდა სხვადასხვა ღირებულების სიგარეტზე სხვადასხვანაირად აისახა, კერძოდ, თუ სიგარეტის კოლოფის ღირებულება 1.5 ლარს შეადგენდა, მისთვის აქციზის განაკვეთი 28 თეთრით გაიზარდა, 2 ლარიანი სიგარეტის შემთხვევაში - 30 თეთრით, 2.5 ლარიანი სიგარეტის შემთხვევაში - 33 თეთრით და 3 ლარიანი სიგარეტის შემთხვევაში - 35 თეთრით.



ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ზოგიერთი საცალო გაყიდვის პუნქტის მიერ თამბაქოს პროდუქციაზე ფასების მკვეთრი ზრდა, აქციზს არ უკავშირდება.



საქართველოს პარლამენტმა სიგარეტსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის გაზრდასთან დაკავშირებული, საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებები მესამე მოსმენით 11 დეკემბერს დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, აქციზის ფიქსირებული განაკვეთი 2016 წლის 1-ელი იანვრიდან გაიზარდა.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016