საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, რომ კაცობრიობას განსაკუთრებით აწუხებს ვნებები, უსიყვარულობა, შფოთი, უნდობლობა და ეს ადამიანს ბუნებრივ მოვლენად მიაჩნია.
„დღეს ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, რამდენად რთულია ჩვენი ცხოვრება და როგორ შეიძლება დავძლიოთ სირთულეები. სირთულე შეიძლება მრავალსახის იყოს - როცა ადამიანი ვერ ხედავს თავის თავს, როცა ადამიანი თვლის, რომ უარყოფითი მოქმედებანი, რომელსაც ის აკეთებს, ეს ჩვეულებრივი, ბუნებრივი მოვლენაა. განსაკუთრებით აწუხებს კაცობრიობას ვნებები, უსიყვარულობა, შფოთი, უნდობლობა და ეს ადამიანს ბუნებრივ მოვლენად მიაჩნია. ეს ბუნებრივი მოვლენა არ არის. ეს არის ბრძოლა ბოროტთან. ამიტომ ყოველდღე უნდა აკურთხოთ ნაკურთხი წყლით თქვენი ოთახები, სახლი, ეზო და აკმიოთ საკმეველი, რათა ბოროტი ძალა თქვენს სახლში არ შემოვიდეს", - ბრძანა უწმინდესმა.
ქადაგების დასასრულს ილია მეორემ რამდენიმე სასულიერო პირი დააჯილდოვა. ასევე დალოცა შემდეგი გვარები: ძამისტარიშვილები, გარუჩავები და ემხვარები.
პატრიარქმა ასევე ავღანელთა 43-ე ბატალიონი დალოცა.
უწმინდესმა მრევლს ნათლისღების დღესასწაულისთვის მომზადებისკენ მოუწოდა.