reportiori.ge - რას ამბობდა კახა ბენდუქიძე საქართველოს გაზსადენის „გაზპრომისთვის“ მიყიდვასთან დაკავშირებით
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 22:08
საზოგადოება
რას ამბობდა კახა ბენდუქიძე საქართველოს გაზსადენის „გაზპრომისთვის“ მიყიდვასთან დაკავშირებით
ავტორი:
17 იანვარი, 2016. 21:27




„რა პრობლემა იქნება, თუ რუსეთიდან შემოსულ გაზის გამტარ მილში გადაგვიხდიან ფულს და შემგომ [რუსები] მოუვლიან ამ მილს, რას ცვლის ეს ჩვენს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში?" - ეს განცხადება კახა ბენდუქიძეს ეკუთვნოდა, რომელიც იმ დროისთვის  (2005 წლის 22 თებერვალი), ეკონომიკური რეფორმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას იკავებდა.


უცვლელი სახით გთავაზობთ სტატიას, რომელიც ქართულ მედიაში 2005 წლის 22 თებერვალს გამოქვეყნდა.

 

ბენდუქიძე: გაზსადენის გაყიდვა საფრთხეს არ წარმოადგენს


ეკონომიკური რეფორმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა კახა ბენდუქიძემ 22 თებერვალს განაცხადა, რომ  მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზება საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას არ შეუქმნის პრობლემებს.


მისი თქმით, რუსეთის ენერგოკომპანია "გაზპრომთან" ერთად, რომელიც მაგისტრალური გაზსადენის შესყიდვით არის დაინტერესებული, პრივატიზაციის პროცესში მონაწილეობა ასევე შეუძლია მიიღოს კონსორციუმმა, რომელიც ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის მშენებლობას ხელმძღვანელობს.


"რა პრობლემა იქნება, თუ რუსეთიდან შემოსულ გაზის გამტარ მილში გადაგვიხდიან ფულს და შემგომ [რუსები] მოუვლიან ამ მილს, რას ცვლის ეს ჩვენს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში?", განუცხადა კახა ბენდუქიძემ ჟურნალისტებს.


იტალიურ გაზეთ "ლა სტამპა" -სთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 20 თებერვალს გამოქვეყნდა, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები რუსულ ენერგოკომპანია "გაზპრომთან" საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზებასთან დაკავშირებით. "ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები, დეტალებზე საუბრისაგან ჯერ-ჯერობით თავს შევიკავებ", განაცხადა სააკაშვილმა კითხვაზე  - აპირებს თუ არა საქართველო რუსეთს მაგისტრალური გაზსადენი მიჰყიდოს.


2003 წელს, როდესაც საქართველოს მთავრობამ და "გაზპრომმა" ხელი მოაწერეს მემორანდუმს 25-წლიანი სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შევარდნაძის ადმინისტრაცია მწვავე კრიტიკის ქარცეცეხლში გაეხვა ოპოზიციის მხრიდან, რომელთაც მიაჩნდათ, რომ ეს შეთანხმება საფრთხეს შეუქმნიდა ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის პროექტს.


"სიტუაცია, როცა შაჰ-დენიზის პროექტი [მაგისტრალური] გაზსადენის მიმართ ამდენად მგრძნობიარეა, ნიშნავს იმას, რომ გაზსადენს შეიძლება ჰყავდეს მინიმუმ ორი [პოტენციური] მყიდველი: ერთი იქნება შაჰ-დენიზის კონსორციუმი და მეორე მყიდველი შეიძლება იყოს "გაზპრომი"; თუ ერთ-ერთ მათგან სურს, რომ მეორეს აჯობოს უნდა გაირჯეს, მოვიდეს და აწარმოოოს მოლაპარაკებები საქართველოს მთავრობასთან", განაცხადა კახა ბენდუქიძემ 22 თებერვალს.


ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი ნაწილია იმ ფართო ენერგოპროექტისა, რომელიც რეგიონში ხორციელდება და რომელიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტსაც მოიცავს.


"გაზპრომსა" და საქართველოს მთავრობას შორის 2003 წელს ხელმოწერილი შეთანხმება ითვალისწინებს ბუნებრივი გაზის მიწოდებას ქართველი მომხმარებლისთვის, ასევე გაზსადენების, მათ შორის ორი მაგისტრალური გაზსადენის, რეაბილიტაციას, რომელთაგან ერთ-ერთის საშუალებით მოხდება გაზის ტრანსპორტირება სომხეთში, ხოლო მეორეს საშუალებით - თურქეთში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გავლით."


წყარო



 

 

 




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016