„ რამდენადაც ვიცი ეს დროშა ჩვენი არ არის და არც არასოდეს ყოფილა... ეს არის იერუსალიმის დროშა, რომელზეც ლეგენდის თანახმად წყევლაც არის რომ, იერუსალიმის გარეთ ამ დროშის გატანა არ შეიძლება..." - წერს საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელ „facebook"-გვერდზე.
„აბა რა გითხრათ, მე რამდენადაც ვიცი ეს დროშა ჩვენი არ არის და არც არასოდეს ყოფილა... ეს არის იერუსალიმის დროშა, რომელზეც ლეგენდის თანახმად წყევლაც არის რომ, იერუსალიმის გარეთ ამ დროშის გატანა არ შეიძლება... როგორც ფრანგი ძალიან წონიანი ისტორიკოსები ამბობენ ამ „ლეგენდისეულმა წყევლამ დაღუპა ტამპლიერები"... და საერთოდ რომელ ძველისძველ დროშაზე მელაპარაკებით, ამიხსენით ელემენტარულად, საიდან გავიგეთ მეცამეტე საუკუნეში რა დროშა გვქონდა, როცა აგერ ერეკლე მეორე რა დროშის ქვეშ იბრძოდა ეგ არ ვიცით..?", - წერს გიორგი ფოფხაძე „Facebook"-ზე.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სახელმწიფო დროშის დღე დააწესა. 14 იანვარს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სახელმწიფო დროშა არის ისტორიული სიმბოლიკის და ისტორიული გმირობის მატარებელი.
მოამზადა ნათია ცუხიშვილმა