reportiori.ge - სერგო ვარდოსანიძე: გისურვებთ მრავალჟამიერ სიცოცხლესა და ქართველოლოგიის კვლევაში ახალ წარმატებებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 21:48
საზოგადოება
სერგო ვარდოსანიძე: გისურვებთ მრავალჟამიერ სიცოცხლესა და ქართველოლოგიის კვლევაში ახალ წარმატებებს
ავტორი:
18 იანვარი, 2016. 12:03


ენათმეცნიერს და ფილოლოგს მზექალა შანიძეს 90 წელი შეუსრულდა. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე მზექალა შანიძეს იუბილეს ულოცავს:


„მილოცვა აკადემიკოს მზექალა შანიძეს!

 

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ საიუბილეო თარიღს, ცხრა ათეულ წელს, გისურვებთ მრავალჟამიერ სიცოცხლესა და ქართველოლოგიის კვლევაში ახალ წარმატებებს.

 

პატივისცემით პროფესორი სერგო ვარდოსანიძე", - წერს ისტორიკოსი.


ენათმეცნიერი მზექალა შანიძე 1926 წელს დაიბადა. 1948 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი.1953 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1981 წლიდან). არის 100 სამეცნიერო ნაშრომის, თარგმანებისა და მონოგრაფიების ავტორი. მათ შორის: „ძველი ქართული გრამატიკული ტრაქტატი" (1990), „ცხოვრება მეფეთ-მეფე დავითისა" (1992), „ახლადაღმოჩენილ ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა" (სამენოვანი წიგნის ინგლისური ნაწილის თარგმანი, ათენი, 2005). მზექალა შანიძე არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.1996 წელს მიიღო ღირსების ორდენი, 1990 წელს კი აკაკი შანიძის სახელობის პრემია.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016