reportiori.ge - ზოოპარკი: გადაგდების, ან დაწვის ნაცვლად ზოოპარკში მოგვიტანეთ ნაძვები და ჩიჩილაკები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 20:21
საზოგადოება
ზოოპარკი: გადაგდების, ან დაწვის ნაცვლად ზოოპარკში მოგვიტანეთ ნაძვები და ჩიჩილაკები
ავტორი:
18 იანვარი, 2016. 14:29


თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს მიმართავს:


„დღეს ჩიჩილაკებისა და ნაძვის ხეების დაშლა-არმოშლის დღეა, ამიტომ კიდევ ერთხელ გვინდა შეგახსენოთ ჩვენი მოკრძალებული სათხოვარი, რომელიც ჩიჩილაკებსა და ცოცხალ, მთლიან (არა ფიცრებითა და ტოტებით შეკრულ) ნაძვებს ეხება:

 

თუ საახალწლოდ ცოცხალი ნაძვის ხე (მთლიანი, არა ფიცრებისა და ტოტებისგან დამზადებული), ან ჩიჩილაკი გქონდათ, რომ დაშლით, პირდაპირ ნაგავში არ გადაუძახოთ. მათი გამოყენება შეიძლება ჩვენი ცხოველების გარემოს გასამდიდრებლად, კერძოდ სამალავების მოსაწყობად, ბარიერების შესაქმნელად, ყნოსვითი, კვებითი და სენსორული „ენრიჩმენტისთვის", ანუ ზოოპარკის ბინადრების ყოველდღიური ცხოვრების გასამრავალფეროვნებლად. ყოველივე ეს იმისთვისაა საჭირო, რომ ჩვენი ცხოველები უფრო მხიარულები და აქტიურები იყვნენ, არ მოიწყინონ და სხვადასხვაგვარი საინტერესო გასართობით გაიხალისონ ცხოვრება.

 

ძალიან გაგვიხარდება, თუ გადაგდების, ან დაწვის ნაცვლად ზოოპარკში მოგვიტანთ ნაძვებსა და ჩიჩილაკებს. ეს ნამდვილად სასარგებლო საქმე იქნება, რადგან გადასაგდებად განწირული საბრალო ნაძვები და ქოჩრიანი ჩიჩილაკები იმქვეყნად წასვლამდე კიდევ ერთ, მეტად საჭირო საქმეს გააკეთებენ - მათი გამოყენება მოხდება ცხოველების კეთილდღეობისთვის; თანაც, ჩვენი ქალაქიც ნაკლებად დანაგვიანდება.

 

ამ პოსტს რომ წაიკითხავთ წარმოიდგინეთ, როგორ გაუხარდებათ ჩვენს ლემურებს თქვენს ჩიჩილაკზე წამოცმული ვაშლების დანახვა. თქვენი საახალწლო ატრიბუტით ფაქტიურად მათაც მიულოცავთ ახალ წელს. ჰოდა გაავრცელეთ ეს თხოვნა, მოუყევით ახლობლებს, მეგობრებს, მეზობლებს... რაც მეტი ადამიანი გაიგებს, მით უკეთესი.

 

თქვენ ძალიან მარტივად, ყოველგვარი დანახარჯის გარეშე შეგიძლიათ ცხოველების დახმარება.

 

დაიწყეთ ახალი წელი კეთილი საქმით.

 

მადლობა, რომ გიყვართ ჩვენი ბინადრები და ზრუნავთ მათზე", - ნათქვამია ზოოპარკის ადმინისტრაციის განცხადებაში.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016