reportiori.ge - ირაკლი შიხიაშვილმა ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საკონსულტაციო საბჭოს წევრებს ანგარიში გააცნო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 08:06
"რეპორტიორის" თვალით...
ირაკლი შიხიაშვილმა ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საკონსულტაციო საბჭოს წევრებს ანგარიში გააცნო
18 იანვარი, 2016. 18:04

დღეს 12:00 საათზე რიტუალების სასახლეში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ირაკლი შიხიაშვილმა ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საკონსულტაციო საბჭოს წევრებს სამსახურის მიერ გაწეული ანგარიში გააცნო. ირაკლი შიხიაშვილმა ვეტერანებს ჯანდაცვის კუთხით დაგეგმილი სხვადასხვა პროექტები წარუდგინა.


„ეს ანგარიში მოიცავს ჩვენი მუშაობის პერიოდს, თუ რა პროექტები დავიწყეთ და რა გავაკეთეთ იმისათვის, რომ ვეტერანების მდგომაროება ოდნავ მაინც გაგვეუმჯობესებინა. ამის შესახებ ვრცელი ინფორმაცია მინდოდა გამეცნო ვეტერანებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვაკეთებეთ განცხადებას, თუ რას ვგეგმავთ, მაინც საჭიროებს განმარტებასა და ახსნას. 

 

ეს არის პროექტები, რომელიც დაკავშირებული იქნება სამ უმთავრეს მიმართულებასთან, უპირველსად  ჯანდაცვის მიმართულებით, რომ ვეტერანებს ბევრად უკეთესი პირობები ჰქონდეთ ჯანმრთელობის მოწესრიგების მხრივ. მეორე - ვეტერანები უნდა დასაქმდნენ. ასევე საზღვრისპირა რეგიონებში მომავლის სოფლების შექმნის საკითხი, ეს არის ისრაელში აპრობირებული სისტემა, როდესაც ვეტერანები და სხვადასხვა მიგრანტები ცხოვრობენ საზღვრისპირა რეგიონებში სადაც ქმნიდნენ სოფლის მეურნეობის პროდუქტებს, გადამუშავებით იღებდნენ სხვადასხვა პრუდუქციას, ამაგრებდნენ საზღვარს.

 

საზღვრისპირა რეგიონებში ჩვენ გვაქვს მოსახლეობის სიმწირე, სწორედ ამ პრობლემის გადაჭრასა და საზღვრის დაცვასაც ემსახურება ეს პროექტი. ამ ხელშეკრულების პროექტზე მუშაობა უკვე მიდის. ეს არის აბჯარი ჩვენი ქვეყნისთვის.

 

ამასთან მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მიზანია  ვეტერანებს  მკურნალობა არ შეუწყდეთ. უფასოდ მკურნალობა, გამოკვლევები, სტაციონალური მკურნალობა, საზღვარგარეთ მკურნალობა, ანალიზების გაკეთების საშუალება, მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები ეს ყოველივე არავის შეუწყდება, პირიქით, უფრო მეტ ვეტერანს დაუფინანსდება.

 

სახელმწიფო მათ მომსახურებას ყველაზე საუკეთესო კლინიკებში შესთავაზებს.  ჩვენ ვმუშაობთ და უახლოეს მომავალში ვგეგმავთ თუ სად იქნება განთავსებული ახალი სამკურნალო სარეაბილიტაციო ცენტრი, ხაზგასმით მინდა ვთქვა, ეს იქნება სარეაბილიტაციო ცენტრი და არა ჰოსპიტალი, რადგან ფაქტობრივად ეს ველი მოშიშვლებული გვაქვს, პრაქტიკულად ქვეყანაში სარეაბილიტაციო ცენტრი  არ არსებობს, რეაბილიტაცია კი უფრო მეტ ყურადღებას საჭიროებს. თუ სად იქნება ეს  ცენტრი,  ორი ვერსია გვაქვს,  ერთი უფრო მეტად რომელზეც ჩვენ ვფიქრობთ  თბილისის ზღვა არის, სადაც ვეტერანის ხეივანი შენდება.  ჯერ არ არის აშენებული, რადგან მშენებლობას ორი წელიწადი მაინც სჭირდება," -განაცხადა შიხიაშვილმა.


ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის ირაკლი შიხიაშვილის გაცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან ყველა ვეტერანს  მომსახურება, რომელსაც  შარშან იღებდა, წელსაც გაუგრძელდება. შიხიაშვილის თქმით, თითოეულ ვეტერანს ექნება საკრედიტო ბარათი 30%-იანი ფასდაკლებით ნებისმიერი პროდუქტის შეძენისას.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016