reportiori.ge - საქართველოში H1N1-ის 8 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 19:58
საზოგადოება
საქართველოში H1N1-ის 8 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა
ავტორი:
18 იანვარი, 2016. 18:25


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ოფიციალური მონაცემებით, H1N1-ის  8 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს ციფრი არ არის საგანგაშო. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე, მედიკოსებმა მოსახლეობას ვირუსის თავიდან ასაცილებლად რეკომენდაციები მისცეს.


დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის ინფორმაციით, ქვეყანაში ეპიდემიის საშიშროება არ არსებობს:


„100 000 მოსახლეზე არის 250 შემთხვევა, ეპიდემიური ზღვარი საქართველოსთვის არის 500 და მეტი შემთხვევა. ანუ, ჯერ იმის ნახევარია, რაც შეიძლება ზამთარში ჩაითვალოს ეპიდემიის გავრცელებად", - განაცხადა პაატა იმნაძემ.


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, გრიპით გამოწვეული ინფექცია მეტად საშიშია იმ ადამიანებისთვის, ვინც ქრონიკულ დაავადებებს ებრძვიან:


„გრიპით გამოწვეული ინფექცია საშიშია, ძირითადად, იმ ადამიანებში, ვისაც აქვს ფონური დაავადება, რაც უკავშირდება ქრონიკულ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, ქრონიკულ ფილტვების დაავადებებს, ასევე ადამიანებს, ვინც იმყოფებიან დიალიზზე და ა.შ", - განმარტა ამირან გამყრელიძემ.


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,  მზადყოფნის მიზნით ქვეყანაში აცრილია 20 ათასამდე ადამიანი. მათ შორის 12 ათასი მაღალი რისკის ჯგუფში შემავალი ადამიანი.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016