reportiori.ge - „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელ დირექტორად მიხეილ ბენიძე დაინიშნა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 22:15
საზოგადოება
„სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელ დირექტორად მიხეილ ბენიძე დაინიშნა
ავტორი:
18 იანვარი, 2016. 20:57



სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას" ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს.


ორგანიზაციის ბორდმა ახალ აღმასრულებელ დირექტორად „სამართლიანი არჩევნების" პროგრამების მენეჯერი, მიხეილ ბენიძე აირჩია. ბენიძე ფლობს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის (MBA) ხარისხს პორტოს ბიზნეს სკოლისგან და არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრი.


ბენიძე „სამართლიან არჩევნებში" 2010 წლიდან მუშაობს, ორგანიზაციაში ის ხელმძღვანელობდა ISFED-ის განვითარების პროექტებს, მუშაობდა არჩევნების პორტალის მენეჯერად; უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩართული იყო როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მისიების (EPDE და ENEMO) მართვასა და ადმინისტრირებაში.


მიხეილ ბენიძემ აღნიშნულ თანამდებობაზე შეცვალა ნინო ლომჯარია, რომელიც გასული ოთხი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა „სამართლიან არჩევნებს".  ორგანიზაციის წესდების მიხედვით, აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ყოფნის მაქსიმალური ვადა 4 წელია. ბორდმა გასაუბრების შედეგად ახალი დირექტორი აირჩია, რომელიც მუშაობას 2016 წლის 18 იანვრიდან შეუდგება.


რაც შეეხება ნინო ლომჯარიას, ის ორგანიზაციაში საარჩევნო და სამართლებრივ საკითხებში კონსულტანტად რჩება.


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016