reportiori.ge - მაია ნიკოლეიშვილი ინფორმაციას, რომ კუჭავას თითი მოჭრილია და მიკერებული, არ ადასტურებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 20:00
საზოგადოება
მაია ნიკოლეიშვილი ინფორმაციას, რომ კუჭავას თითი მოჭრილია და მიკერებული, არ ადასტურებს
ავტორი:
18 იანვარი, 2016. 22:47



„ინფორმაციას, რომ თითი მოჭრილია და მიკერებული, ნამდვილად ვერ დავადასტურებ", - ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა  ბიძინა კუჭავას ცხედრის გარეგანი დათვალიერების შემდეგ განაცხადა.


"მარჯვენა საფეთქლის მიდამოდან კანი ამოჭრილია ექსპერტის მიერ, მარცხენა ქვედა კიდურიდან ასევე ამოჭრილია კანის საკმაოდ დიდი ზომის პრეპარატები. ჩვენ ვნახეთ საკმაოდ სახეშეცვლილი დაზიანებები, აქედან გამომდინარე, დღეს იმით, რაც ვნახეთ, მსჯელობა იმის შესახებ, რით არის დაზიანებები მიყენებული ან სროლის მანძილი როგორია, გამორიცხულია. იმედი მაქვს, გამოძიება მოგვცემს საშუალებას მონაწილეობა მივიღოთ ამ პრეპარატების კვლევაში, მიკროსკოპული კვლევაც იქნება, რითაც ხანდაზმულობაც შეიძლება დადგინდეს და სროლის მანძილიც. უმარავი მოქმედებაა ჩასატარებელი, სანახავია მანქანა, სადაც სისხლის კვალებია, უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში, სად არის განლაგებული და როგორ. ეს ყველაფერი ასაწყობია. ინფორმაციას, რომ თითი მოჭრილია და მიკერებული, ნამდვილად ვერ დავადასტურებ, მაგრამ დაზიანება ნამდვილად არის ფეხის თითზე. პრეპარატი თითიდან ამოჭრილია, ამიტომ ჯერ ვერ ვისაუბრებ. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დაზიანება თითზე ნამდვილად სიცოცხლის დროინდელია", - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016