საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია ევროსასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, იმასთან დაკავშირებით, რომ დამსაქმებელს დაქირავებული თანაშრომლის პირადი მიმოწერის წაკითხვის უფლება ექნება, აფასებს და აღნიშნავს, რომ ამ მხრივ დასაქმებულის უფლებები კიდევ ერთხელ ილახება.
„რატომ ხდება, რომ საქართველოში მხოლოდ დამქირავებლის ინტერესებს ემსახურება ყველაფერი და არა დაქირავებულისას?
პირადი მიმოწერისადმი დამქირავებლის წვდომის უფლებაზე რომ მიდის საუბარი და "გაპრავება" მიდის, ასეა ევროპაშიო, დასაქმებულის უფლებები და შემოსავლები, დასვენებისა და შრომის რეჟიმის შესაბამისობას ასეთია?
კიდევ ეს უნდა ქართველ დამქირავებლებს? ისედაც სამსახურთა სრულ უმრავლესობაში ადგილი აქვს დაქირავებულის უფლებების სრულ შელახვას, საკანონმდებლო დონეზე ისედაც უუფლებო არსებაა დაქირავებული, ყველა კუთხით შეზღუდულია და სამაგიეროდ, დამქირავებელია სრული თავხედობის რეჟიმში, რასაც უნდა, როგორც უნდა და როგორც მოეხასიათება, ისე გააკეთებს და ახლა კიდევ პირად მონაცემებთან წვდომის უფლება დაუმატონ ბარემ და საქართველოში უკვე მიდის ამის გამართლების პროცესი."- აღნიშნავს გამზარდია.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, რომლის მიხედვითაც, დამსაქმებელს უფლება ექნება, სამუშაო საათებში დასაქმებული პირის პირადი მიმოწერა გააკონტროლოს.