პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა გადაცემა 2030-ის ეთერში დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებული პირის მიმოწერის კონტროლის თემაზე ისაუბრა.
თამარ ქალდანის განცხადებით პირადი ინფორმაციის დაცვის საკითხს, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არსებული ურთიერთობა, ხელშეკრულება და შიდარეგულაციები უზრუნველყოფს. ასევე, არსებობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ინსტიტუტი, რომელიც მონაცემთა დამუშავების კანონიერებას აკონტროლებს და არსებობს სასამართლო.
ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, თავისი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, სასამართლოს მიმართოს.
„იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა კომპანიებს თანამშრომელთა ინფორმირებულობის თვალსაზრისით, უფლებამოსილებები გაწერილი არ ჰქონდათ და ჩვენი ჩარევის შედეგად, ბალანსი აღდგა. გაიმიჯნა სამსახურებრივი და არასამსახურებრივი კორესპონდენცია ისე, რომ არც კომპანიის და არც მოქალაქის ინტერესები არ დაზარალებულიყო. ჩვენი რეკომენდაციები ჯერ კიდევ 2014 წელს მოვამზადეთ, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი",-აღნიშნა ქალდანმა.
„ჩვენთვის არაერთ დასაქმებულს მოუმართავს. გვქონდა არაპროპორციულად განხორციელებულ კონტროლთან დაკავშირებული დავები; ფარული საგამოძიებო მოქმედებების დროს თუ სხვა შემთხვევებში, მონაცემთა კანონიერი საფუძვლების გარეშე, პრინციპების დარღვევით შეგროვების ფაქტები, რაზეც, ჩვენი მხრიდან, შესაბამისი რეაგირება მოხდა",- განაცხადა გადაცემა ქალდანმა 2030-ში საუბრისას.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, რომლის მიხედვითაც, დამსაქმებელს უფლება ექნება, სამუშაო საათებში დასაქმებული პირის პირადი მიმოწერა გააკონტროლოს.