reportiori.ge - გია ჟორჟოლიანი: მრავალწლიანი ხეების გადარგვის პროექტი, უნიკალურია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 22:47
საზოგადოება
გია ჟორჟოლიანი: მრავალწლიანი ხეების გადარგვის პროექტი, უნიკალურია
ავტორი:
19 იანვარი, 2016. 11:53


პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აჭარაში, სოფელ ციხისძირიდან გიგანტური ხეების გადანერგვა გარემოს დაცვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია და მრავალწლიანი ხეების გადარჩენის მიზანს ემსახურება.



რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, საქმე მრავალწლიანი ხეების გადარგვას ეხება, რაც უნიკალური პროექტია. ეს ძალიან ძვირადღირებული პროექტია და მსგავსი რამ ამერიკაშიც მოხდა. საქმეში დეტალურად ჩავიხედავ, მაგრამ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს ნაბიჯი გარემოს დაცვითი კუთხით არის გადადგმული, რათა მრავალწიანი ხეები არ დაიღუპოს. ხეები ისეთ ადგილას გადააქვთ, რომელიც ეკოლოგიური თვალსაზრისით, მათი განვითარებისთვის და ადგილის გამწვანებისთვის საჭიროა", - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.



მისივე თქმით, ხეების გადანერგვისთვის საჭირო თანხები „ქართუ ჯგუფმა" გამოყო. ამასთან, მისთვის უცნობია, მოხდება თუ არა ხეების გადატანა ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016