reportiori.ge - მანქანის მართვის დროს ტელეფონზე საუბრისას მძღოლები 30 ლარით დაჯარიმდებიან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 23:02
საზოგადოება
მანქანის მართვის დროს ტელეფონზე საუბრისას მძღოლები 30 ლარით დაჯარიმდებიან
ავტორი:
19 იანვარი, 2016. 15:40


საგზაო მოძრაობის მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები რიგ დარღვევებზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.

„საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონთან ერთად, ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც" შედის.


პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით, შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთისა და საპირისპირო მიმართულებით მოძრაობაზე, წესდება ახალი ადმინისტრაციული ჯარიმა - 300 ლარის ოდენობით.


მკაცრდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მძღოლის მიერ ქვეითად მოსიარულეებთან მიმართებაში წესების დარღვევაზე - პირველი დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა იქნება - 40 ლარი, იმავე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი - 150 ლარი.


ადმინისტრაციული ჯარიმა 200-დან 300 ლარამდე იმ პირის მიმართ იზრდება, რომელიც საქალაქო, საქალაქთაშორისო ან საერთაშორისო რეისებით მგზავრების რეგულარული გადაყვანისას სიჩქარეს გადააჭარბებს.


ასევე იზრდება ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური საშუალებით სარგებლობისთვის დაწესებული ჯარიმა და შესაბამისი ადმინისტრაციული სანქცია 10 ლარის ნაცვლად, 30 ლარი იქნება.


ძალაში რჩება ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლისთვის ავტომანქანის მართვის მოწმობის 6 თვით შეჩერება, თუმცა მართვის უფლების აკრძალვის ჯარიმით შეცვლის წესი იცვლება. კერძოდ, თუკი ჯერ კიდევ მოქმედი კანონით, მოქალაქეს შეუძლია, მართვის უფლების აკრძალვის მეორე დღიდანვე მისი ჯარიმით შეცვლა მოითხოვოს, პარლამენტში ინიცირებული პროექტით, პირს ასეთი უფლება მხოლოდ 3 თვის გასვლის შემდეგ ექნება.


პარლამენტი ავტომობილებთან და საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვის დაწყებისთვის ემზადება. ამ თემაზე პირველი საკომიტეტო სხდომა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დანიშნა, რომელიც 21 იანვარს გაიმართება.



მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას კომიტეტის წევრებს შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი წარუდგენს.


„საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონსა და რამდენიმე სხვა კანონში დაგეგმილი ცვლილება მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვას და მართვის მოწმობებზე ქულათა სისტემის დაწესებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, საკანონმდებლო პაკეტით 3-დან 6-წლამდე ავტომობილები შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმში ექცევა, ხოლო მნიშვნელოვნად იზრდება აქციზის გადასახადი 9 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის. შეღავთიან რეჟიმში გადადის მოპედებისა და მოტოციკლების აქციზით დაბეგვრაც.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016