reportiori.ge - საგზაო წესების დარღვევისთვის მართვის მოწმობის ჩამორთმევის სანქცია, რიგ შემთხვევებში, ფულადი ჯარიმებით იცვლება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 21:16
საზოგადოება
საგზაო წესების დარღვევისთვის მართვის მოწმობის ჩამორთმევის სანქცია, რიგ შემთხვევებში, ფულადი ჯარიმებით იცვლება
ავტორი:
19 იანვარი, 2016. 17:16


პარლამენტი ავტომობილებთან და საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვის დაწყებისთვის ემზადება. პირველი საკომიტეტო სხდომა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დანიშნა, რომელიც 21 იანვარს გაიმართება.


"ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის დადგენილი მართვის მოწმობის ჩამორთმევის სანქცია, რიგ შემთხვევებში, ფულადი ჯარიმებით იცვლება.


შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, მძოლებისთვის მართვის მოწმობის ჩამორთმევის ნაცვლად, ფულადი ჯარიმების დაკისრების ინიციატივა, ქულათა სისტემის დანერგვით არის განპირობებული.


"ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსი" მთავრობამ პარლამენტს განსახილველად საგზაო მოძრაობის მიმართულებით, სხვადასხვა კანონპროექტებთან ერთად წარუდგინა.


"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით" დამუქებული სატრანსპორტო საშუალების მართვის გამო, მძღოლები მესამე და ყოველ შემდგომ ჯერზე მართვის უფლების 6-თვით შეჩერებით ჯარიმდებიან, რაც 300-ლარიანი ფულადი ჯარიმით იცვლება.


მოქმედი კოდექსით, მართვის უფლების 6-თვით შეჩერებას იწვევს ერთი წლის განმავლობაში ისეთი დარღვევა, როგორიც არის სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ციმციმა სიგნალის, ხმოვანი სიგნალის ან სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება, ასევე ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებებისათვის განსაზღვრული შეფერილობის გამოყენება.


პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, განმეორებით ჩადენილი ეს ქმედება მძღოლის 300-ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. იმ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეფერხება, რომელზეც ჩართულია სპეციალური სიგნალი ან რომელიც ესკორტს ახორციელებს, ან რომელსაც მიაცილებენ, სადღეისოდ მართვის უფლების ერთი წლით შეჩერებას ითვალისწინებს, რაც პროექტით, 100-ლარიანი ჯარიმით იცვლება.


ზემოთაღნიშნული სამართალდარღვევები კი, რომელსაც სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება მოჰყვა - გამოიწევევს მძღოლის 700 ლარით დაჯარიმებას, მისთვის მართვის უფლების 1-წლით შეჩერების ნაცვლად.


გარდა ამისა, სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ იმ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა, რომელიც საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას უზრუნველყოფს, მართვის უფლების 1-წლით შეჩერების ნაცვლად, 300 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.


მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბება, რასაც შედეგად სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება მოჰყვა, სადღეისოდ მართვის უფლების 1-წლით შეჩერებას იწვევს. ეს სანქცია პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, 500-ლარიანი ჯარიმით იცვლება.


სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვის, ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობისთვის ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში, რა დროსაც სრულადაა დაკავებული გზის სავალი ნაწილი ასევე 500 ლარით დაჯარიმდება.


"საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონსა და რამდენიმე სხვა კანონში დაგეგმილი ცვლილება მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვას და მართვის მოწმობებზე ქულათა სისტემის დაწესებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, საკანონმდებლო პაკეტით 3-დან 6-წლამდე ავტომობილები შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმში ექცევა, ხოლო მნიშვნელოვნად იზრდება აქციზის გადასახადი 9 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის. შეღავთიან რეჟიმში გადადის მოპედებისა და მოტოციკლების აქციზით დაბეგვრაც.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016