reportiori.ge - სოფელ ქერეს განაპირას შეიარაღებულმა ფორმიანებმა 23 წლის მამაკაცი დააკავეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 04:44
რეგიონები
სოფელ ქერეს განაპირას შეიარაღებულმა ფორმიანებმა 23 წლის მამაკაცი დააკავეს
ავტორი:
19 იანვარი, 2016. 20:48



ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მოსაზღვრედ მდებარე სოფელ ქერეს განაპირას შეიარაღებულმა ფორმიანებმა ადგილობრივი მცხოვრები, 23 წლის ლევან ლაფაჩი დააკავეს.


ლაფაჩი სოფლის განაპირას სანადირო თოფით ფრინველზე სანადიროდ იყო წასული. ადგილობრივების მტკიცებით, ლაფაჩს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო საზღვარი არ გადაუკვეთავს.


ქერელების და ლაფაჩის ახლობლების განცხადებით, ახალგაზრდები სისტემატურად გადაადგილდებიან სოფლის განაპირას, მათ შორის საკმაოდ ხშირად სანადიროდაც, თუმცა ოკუპირებულ ტერიტორიაზე არასდროს გადასულან. ამ დრომდე დაკავებულის ოჯახს არავინ დაკავშირებია.


ლევან ლაფაჩი ცხინვალის მილიციის წინასწარი პატიმრობის იზოლატორშია გადაყვანილი. მას ბრალად დეფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა ედება.




 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016