reportiori.ge - ზაზა ხატიაშვილი: ზუსტად ერთი წლის წინ, საკუთარი შვილის საფლავზე, ვერაგულად მოკლეს იური ვაზაგაშვილი!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 21:03
საზოგადოება
ზაზა ხატიაშვილი: ზუსტად ერთი წლის წინ, საკუთარი შვილის საფლავზე, ვერაგულად მოკლეს იური ვაზაგაშვილი!
ავტორი:
20 იანვარი, 2016. 01:02



საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი იური ვაზაგაშვილს იხსენებს და განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გაავრცელა, აღნიშნავს, რომ მკვლელობის შემკვეთი, სამწუხაროდ დღესაც არ არის გამოვლენილი.



ზუსტად ერთი წლის წინ საკუთარი შვილის საფლავზე ვერაგულად მოკლეს სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური სახე, საზოგადო მოღვაწე, ბატონი იური ვაზაგაშვილი.

 

ჩემთვის ბატონი იური იყო მამობის ეტალონი და სიკეთის მსახური, იგი ეხმარებოდა ძალიან ბევრ ადამიანს, რაც მას უდიდეს ბედნიერებას ანიჭებადა. ბატონი იური იბრძოდა ჩვენი შვილების მომავლისთვის, წლების მანძილზე ითხოვდა მის შვილის მკვლელების დაკვებას, მაგრამ სწორედ ამ ბრძოლას შეეწირა იგი.

 

 ერთი წელი გავიდა მისი ვანდალური მკვლელობის შემდეგ მაგრამ მკვლელობის შემკვეთი დღესაც დაუდგენელია. ბატონი იური ვაზაგშვილის ბრძოლამ ძალიან ბევრი ახალგაზრდის სიცოცხლე გადაარჩინა. სააკაშვილის რეჟიმი იური ვაზაგაშვილის, ირინა ენუქიძის, ჯამბულ გამცემლიძის, ია მეტრეველის, სოსო რობაქიძის და მათნაირების ბრძოლამ დაამარცხა. დღვანდელმა ხელისუფლებამ კი ის სამართალდამცავები და მოსამართლეები დააწინაურა ვისთანაც ჰქონდათ პრეტენზიები შვილმკვდარ მშობლებს. მოქმედი ხელისუფლების ბოლო აკორდი იყო ლევან მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნა.

მოვა დრო, როდესაც იური ვაზაგაშვილის მოღვაწეობას უფრო დავაფასებთ და მას საკადრის პატივს მივაგებთ..."- წერს ხატიაშვილი. 


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016