reportiori.ge - ლევან ბერძენიშვილი: ბიჭებს საიდუმლოს გასწავლით - ოჯახში პრემიაზე და დანამატზე არაფერი თქვათ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 21:39
საზოგადოება
ლევან ბერძენიშვილი: ბიჭებს საიდუმლოს გასწავლით - ოჯახში პრემიაზე და დანამატზე არაფერი თქვათ
ავტორი:
20 იანვარი, 2016. 15:02


ეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა პარლამენტში, სტაჟიორებთან შეხვედრისას ხელფასების, პრემიების, დანამატების თემაზე ვრცლად ისაუბრა და ყურადღება პარლამენტის მიერ მიღებულ „საჯარო სამსახურის შესახებ" კანონზე გაამახვილა, რომელიც 2017 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.



საჯარო სამსახურის შესახებ" ახალი კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველოში გაქრება ისეთი ტერმინი, როგორიცაა, პრემია და იქნება მხოლოდ ხელფასი და დანამატი.

ზოგიერთი ხელფასსა და დანამატში ვერ ერკვევა. შემიძლია აგიხსნათ: მე ვარ პარლამენტის წევრი და მაქვს ხელფასი და მაქვს დანამატი, რადგან ვასრულებ სხვა საქმეს თანამდებობაზე - ვარ კომიტეტის თავმჯდომარე, სადაც გაცილებით უფრო მეტი სამუშაო, ვიდრე უბრალოდ პარლამენტის წევრობა.

პარლამენტის წევრის პრემია ცოტა გაუგებარია. პარლამენტის წევრი ხალხმა აირჩია და როგორ გავარკვიოთ, მიროტაძე ჯობია, კორძაია თუ ქიბროწაშვილი?! რომელს უნდა მივცეთ პრემია?! ამიტომ წინა პარლამენტში არც არკვევდნენ და ყველას აძლევდნენ. 2012 წლის ნოემბერ-დეკემბერში პრემია 150 დეპუტატმა მიიღო და ამის მერე არც ერთ დეპუტატს არ მიუღია. პრემია აქვთ სხვებს. 2017 წლის 1 იანვრიდან კი, არ ექნება არავის. გასაგებია, მთავრობა გვთხოვს, იქნებ კანონი გადავავადოთ, რადგან პრემიები სიგიჟემდე მოსწონთ. ხომ ხვდებით, დაუგეგმავი თანხებია. ზოგიერთი სახლშიც კი არ ამბობს. აქ ბიჭები არიან და ამ საიდუმლოს გასწავლით - ოჯახში ხელფასზე ყველაფერი უნდა თქვათ, მაგრამ დანამატი, პრემია და სხვა, რა ოჯახის გასარკვევი საქმეა, ეს თქვენი ფინანსური თავისუფლება უნდა იყოს. ეს მე ნაკლებად მეხება - საიდუმლოს შენახვა ისედაც არ მეხერხება და კარგია, რომ ისეთ დაწესებულებებთან არ მაქვს კავშირი, სადაც საიდუმლო უნდა ინახებოდეს - რაღაც წამომცდება", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016