reportiori.ge - კახა ბენდუქიძის მემკვიდრე ანასტასია გონჩაროვაა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 21:32
საზოგადოება
კახა ბენდუქიძის მემკვიდრე ანასტასია გონჩაროვაა
ავტორი:
20 იანვარი, 2016. 17:47


მოსკოვში, სასამართლომ 25 წლის ანასტასია გონჩაროვა კახა ბენდუქიძის ბიოლოგიურ შვილად აღიარა და მემკვიდრედაც სწორედ გონჩაროვა ცნო. რუსული მედიის ინფორმაციით, ანასტასია გონჩაროვა კახა ბენდუქიძის ქონების ნაწილის მფლობელი გახდება.


გონჩაროვამ ტელეკომპანია ДОЖДЬ-ის ეთერში განაცხადა, რომ ამიერიდან ანასტასია ბენდუქიძე-გონჩაროვა იქნება.


შეგახსენებთ, რომ კახა ბენდუქიძის გარდაცვალების შემდეგ დავა სასამართლოში გაგრძელდა. ბენდუქიძის ოჯახის წევრები ანასტასია გონჩაროვას მემკვიდრედ არ აღიარებდნენ. სასამართლო პროცესები რუსეთსა და საქართველოში მიმდინარეობდა.


2015 წლის დეკემბერში მოსკოვის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიურომ დასკვნა გამოქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ბენდუქიძისა და გონჩაროვას დნმ-ის ანალიზი 99,9996 პროცენტით დაემთხვა. ანალიზის შედეგების საფუძველზე თბილისის სასამართლომ გონჩაროვა კახა ბენდუქიძის შვილად აღიარა. 

 

„ჩემთვის ახლა პრიორიტეტებია მამის საქმის გაგრძელება და მისი სასწავლებლების - საქართველოს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების განვითარებაში მონაწილეობაა. მამა ყოველთვის მირჩევდა ბიზნესით დაინტერესებას, ბუღალტერიის, ფინანსური მენეჯმენტის სწავლას. მაშინ არ მესმოდა, თუ რად მინდოდა ეს, ჩემი მუშაობის სფერო ხომ მარკეტინგი და ციფრული კომუნიკაციებია. ახლა ვაცნობიერებ, ის თავისი საქმის გასაგრძელებლად მამზადებდა",  - განაცხადა გონჩაროვამ „დოჟდისთვის" მიცემულ ინტერვიუში.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016