reportiori.ge - ნიკუშა შენგელაია: იუსტიციის სახლისთვის სხვა ადგილი უნდა შერჩეულიყო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 20:58
საზოგადოება
ნიკუშა შენგელაია: იუსტიციის სახლისთვის სხვა ადგილი უნდა შერჩეულიყო
ავტორი:
20 იანვარი, 2016. 22:03



მხატვარი ნიკუშა შენგელაია წინა ხელისუფლების დროს, თბილისის დაგეგმარებისა და აშენებული ხიდების თუ შენობების შესახებ საუბრობს. როგორც შენგალაიამ გადაცემაში „პრიორიტეტი" განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს აშენებული ახალი შენობები ლანდშაფტსა და რეკრეაციულ ზონებს ანადგურებდა, რაც დღეს სხეზე გავქვს.



„ის თემები, რაც ქალაქს შეეხება ყველა თბილისელის გულის ტკივილია, რადგან ჩვენ აქ ვცხოვრობთ და აქ ცხოვრებას ვაპირებთ.

 

თუ არ გავაანალიზებთ რამ მოიტანა ეს პრობლემები, მომავალში ძალიან გავიჭირდება. თბილისის სატრანსპორტო განვითარების სქემა ძალიან რთული პრობლემაა.  ლანდშაფტურად თბილისი არის მტკვრის ხეობაში განთავსებული, ამიტომ თბილისი კლასიკურად, ევროპული ქვეყნების დონეზე ვერ ვითარდება.

 

კითხვაზე, მომწონს თუ არ მომწონს წინა ხელისუფლების მიერ აშენებული ძეგლები, ველოსიპედის ძეგლი, შუშის ხიდი და ა.შ.  გეტყვით,  რომ საშინელებაა. თქვენ გამოგრჩათ „იმელის" შენობის უკან აშენებული მაღალსართულიანი შენობა, რომელიც აბსოლუტურად უკარგავს ყველანაირ მასშტაბს ქალაქს. ეს არის დანაშაული ქალაქის მიმართ, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში დაიგეგმა და როგორც ვიცი, არაბ ჯგუფს მიყიდეს ეს ადგილი. „იმელის"  უკან ამისთვის დაანგრიეს ეს სახლი, რომ მრავალსართულიანი შენობა აეგოთ. ეს არის ჩვენი დანაშაული, იმიტომ, რომ ჩვენს ვუშვებთ ამას.

 

იგივე შემიძლია ვთქვა შუშის თეატრზე, რომელმაც აბსოლუტურად დაარღვია  ძველი თბილისისყველა ხედი. ასეთი არქიტექტურა, რომელიც აეროპორტების ან ბაზრის შესასვლელს წააგავს, სასურველია მინდორში აშენდეს. ეს არის უკულტურობა ელემენტარული, მაგრამ მაშინ ვიცოდით, რომ ეს იყო ზოგ-ზოგიერთების აკვაიტება, რომელსაც სურდა რომ თავის სასახლიდან ენახა თავისი წარჩინებული გზა.

 

იუსტიციის სახლისთვის სხვა ადგილი უნდა შერჩეულიყო. ჩვენ სულ ვლაპარკობთ ეკოლოგიაზე ხომ? იქ უზამაზი რეკრეაციულ ზონა გაანადგურეს. გაანადგურეს ტენისის კორტები, ხომ უნდა იფიქრო სად აკეთებ? თავის დროზე გამოვდიოდი ამის წინააღმდეგ, მაგრამ ხელისუფლება მაშინ ხალხს არ უსმენდა."- განაცხადა ნიკუშა შენგელაიამ.  


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016