მხატვარი ნიკუშა შენგელაია აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში თბილისის იერსახის შელახვა მოხდა, რაც საზოაგდოებას ძლიან აწუხებს.
როგორც შენეგლაიამ გადაცემაში „პრიორიტეტი" განაცხადა, ბევრი ძეგლი და შენობა აღებას საჭიროებს, თუმცა მთავრობას ბიუჯეტში ამისთვის თანხები არ აქვს გათვალისწინებული.
„ვეთანხმები იმ მოქალაქეებს, რომლებიც თვლიან, რომ ეს არის მოსაშორებელი, მაგრამ ხელისუფლება ამ შემთხვევაში დამნაშავე არ არის. ხელისუფლებას აქვს სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი, თუ გამოინახება სახსრები, რაც ამ ძეგლების აღებას მოხმარდება, ეს იქნება ძალიან კარგი.
დღეს ისეთი სოციალური მდგომარეობაა, რომ ხელისუფლებას ვერ მოსთხოვ ამაზე თანხა დახარჯოს. ნარმანია მე მომწონს თუ არ მომწონს, ეს იმ პრობლემებს ვერ გადაწყვეტს, რაც ქალაქშია შექმნილი.
სამწუხაროდ, წინა ხელისუფლება ორიენტირებული იყო შემოსავლებზე. ამიტომ არ გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ" გენერალური გეგმა!
რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ" ამ 10 წელიწადში თბილისს გაუკეთა, ეს არის დანაშაული!"- აღნიშნა ნიკუშა შენგელაიამ.