reportiori.ge - ბესარიონ გუგუშვილი: ზვიადის თვითმკვლელობის „მკვლელობად“ მოქცევის პერიპეტიები ტრაგი -კომიკურ ხასიათს იძენს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 17:42
საზოგადოება
ბესარიონ გუგუშვილი: ზვიადის თვითმკვლელობის „მკვლელობად“ მოქცევის პერიპეტიები ტრაგი -კომიკურ ხასიათს იძენს!
ავტორი:
21 იანვარი, 2016. 04:04


ზვიად გამსახურდიას მთავრობის  პრემიერ-მინისტრი ბესარიონ გუგუშვილი მიიჩნევს, რომ დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გამოძიებისთვის შექმნილი კომისიები, დროში ძალიან გაწელილი გამოძიება და მოწმეთა თუ პრეზიდენტის გულშემატკივართა ვარაუდები ნელ-ნელა რეალობას სცილდება.


გუგუშვილის განმარტებით, „გამსახურდიას თვითმკვლელობისმკვლელობად" მოქცევის პერიპეტიები სულ უფრო და უფრო გააფთრებულ, შლეგურ და ტრაგი-კომიკურ ხასიათს იძენს".



„პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას თვითმკვლელობისმკვლელობად" მოქცევის პერიპეტიები სულ უფრო და უფრო გააფთრებულ, შლეგურ და ტრაგი-კომიკურ ხასიათს რომ იძენს, ამას ქართველი საზოგადოებრიობის არსებითი ნაწილი შეგნებულად თუ შეუგნებლად უკვე ითავისებს, ან უმეტეს შემთხვევაში სავსებით უინტერესოდ და ინდეფერენტულად უყურებს...

 

ჩვენ, თანდათანობით მოგაწვდით ამ შიზოიდური შლეგობების ყველაზე ოდიოზურ გამოვლინებებს - რომელთაც არსებითი კონკურენციის გარეშე თაოსნობდა ჯერკოკოს საპარლამენტო კომისია" და  ბოლოს ბოხი ბანის პრეტენზიით წარმოიჩიტა  „თვით" პროკურატურაც.

 

კოკოს  კომისიის გამორჩეული მითოსი გახლავთ  ზვიად გამსახურდიასა და მისი თანმხლებების სავსებით რუტინული გადაადგილება სოფელ  ჯიხაშკარიდან ძველ ხიბულაში - რაც მოწმეთა დროით გაბუნდოვანებული ჩვენებებით მანიპულირებებისა და ჟონგლიორობის ხარჯზე კოკომ და სხვა ვაი-გამომძიებლებმა ანეგდოტურ დონემდე  „აამაღლეს".

 

რად ღირს თუნდაც  „გამომძიებლების"  გამუდმებული ზეწოლებით გაწამებული „ფასეული მოწმის"  კარლო ღურწკაიას ჩვენებები - რომელიც იძულებული გახადეს თანდათანობით რაც შეიძლება მეტად მორგებოდამკვლელობისთვისსასარგებლო დინებას...

 

თვალნათელი მაგალითისთვის წარმოგიდგენთ კარლო ღურწკაიას ჩვენებებს - 1999 წლის 5 თებერვლის, 2010 წლის 27 მაისისა და ბოლოს  - 2015 წლის 11 მაისის ჩვენებებს...

 

 

როგორც მკითხველი თავადაც იოლად დარწმუნდება - კარლო ღურწკაია დროთა განმავლობაში ჩვენებებისას სტუმრების მოსვლის დროს სისტემატურად უფრო და უფრო გვიანისკენ გადასწევს (რათა ჯიხაშკარიდან ძველ ხიბულამდე გზაში დახარჯელი დროგამოძიების" შლეგურ მოთხოვნებს უკეთ შეუფარდოს) - რა მცდელობებითაც, საბოლოო ჯამში ამდროის გადაწევებმა" მთელი ორი საათი შეადგინა!

 

თავი დავანებოთ იმას, რომ კარლო  ღურწკაია უკვე  კაპიტალურადაა დაბნეული არა მხოლოდ სტუმრების მოსვლის დროში, არამედ - ვეღარ ერკვევა ფაქტის თარიღშიც კი. 2015 წელს მას უკვე თარიღის ზუსტი დასახელებაც აღარ შეუძლია - ვეღარ აზუსტებს, ეს ფაქტი 26 დეკემბერს მოხდა თუ 27 დეკემბერს!

 

ერთ - ერთ  ძალიან „ჭკვიანურ"  „ჟურნალისტურ გამოძიებაში" არა მხოლოდ კარლო ღურწკაიასთან გამსახურდიას ამალის მისვლის დრო და თარიღებია ფალსიფიცირებულ-აღრეული - აქ უკვე გენიალურად კიდევ ერთი დამატებითი ავტომანქანაც გამოიჩიკა! თურმე, ნუ იტყვით და ჯიხაშკარიდან ერთივოლგით" გამოსული გამსახურდია და მისი ამალა ძველ ხიბულაში ორი ავტომანქანით ჩასულა!

 

სულაც არაა გამორიცხული, აღვირახსნილი შლეგობის მარულაში რაღაც დროის შემდეგ ორ ავტომანქანას ტანკი ან თუნდაც ბე-ტე-ერ- დასპეცნაზის" ბატალიონიც წაემატოს..."- აღნიშნავს ბესარიონ გუგუშვილი. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016