reportiori.ge - ივნისის სტიქიის გმირი გარდაიცვალა - რატომ მოიკლა თავი ირაკლი იმნაძემ?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 18:18
საზოგადოება
ივნისის სტიქიის გმირი გარდაიცვალა - რატომ მოიკლა თავი ირაკლი იმნაძემ?
ავტორი:
21 იანვარი, 2016. 10:41


აღმაშენებლის გამზირზე, 18 იანვარს, 30 წლის ირაკლი იმნაძე გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. თვითმკვლელობის მოტივს გამოძიება დაადგენს.


მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.          


„საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება" სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს აქვეყნებს:


„თბილისში ივნისის ტრაგიკული დღეები. ირაკლი და მისი მეგობარი ოთარ დავითიშვილი პირველად მოვიდნენ GSPSA-ს თავშესაფარში თავიანთ მეგობრებთან ერთად. რამდენიმე მძიმე დღე ამ კეთილი და ვაჟკაცი ადამიანების ძალისხმევით გადარჩნენ თავშესაფარში მოყვანილი ცხოველები. დღე-ღამის განმავლობაში ირაკლი და მისი მეგობრები თავდაუზოგავად იბრძოდნენ წყალდიდობაში მოხვედრილი ცხოველების გადასარჩენად....


18 იანვარს ირაკლი იმნაძე გარდაიცვალა.


„საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება" უსამძიმრებს ირაკლის ოჯახს.


„მე თქვენ ყველა მიყვარხართ!" - ამ სიტყვებით გამოგვემშვიდობა ირაკლი ივნისში", - წერს ორგანიზაციის ხელმძღვანელი თეიმურაზ წიქორიძე სოციალურ ქსელში.


სოციალური ქსელის მომხმარებლები წუხილს გამოთქვამენ ახალგაზრდის გარდაცვლების გამო და კითხულობენ, თუ რა გახდა ირაკლი იმნაძის გარდაცვალების მიზეზი. „ირაკლიმ თავი მოიკლა", - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.



 

მომზადებულია presa.ge-ს მიერ 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016