reportiori.ge - სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახი 1 წელი უფასო საკვებით იქნება უზრუნველყოფილი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 17:54
საზოგადოება
სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახი 1 წელი უფასო საკვებით იქნება უზრუნველყოფილი
ავტორი:
21 იანვარი, 2016. 11:16


არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციამ" ახალი პროექტი დაიწყო.


„რესტორნები სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად" - აღნიშნული სახელწოდების პროექტის ფარგლებში „პოზიცია" თბილისში, 12 დიდ რესტორანთან თანამშრომლობის საფუძველზე, 12 თვის განმავლობაში 12 სოციალურად დაუცველი, მათ შორის მრვალშვილიანი ოჯახებისთვის საკვებით უზრუნველყოფის ორგანიზებას ახდენს.


ამჯერად, რესტორან „Fly Time"-სა და თბილისში მცხოვრები ერთ-ერთი, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახის მეგობრობას ჩაეყარა საფუძველი. კერძოდ, რესტორანმა „Fly Time"-მა გაბუნიების 6-შვილიანი ოჯახი გაიცნო, სადილით უმასპინძლა და აიღო პასუხისმგებლობა, აღნიშნული ოჯახი 12 თვის განმავლობაში, კვირაში 2-ჯერ მთელი კვირის საკვები მარაგით უზრუნველყოს.


გაბუნიების მრავალშვილიანმა ოჯახმა მადლიერება გამოხატა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც მათ ამგვარი გრძელვადიანი თანადგომა გამოუცხადა. პროექტის ფარგლებში, 12 რესტორნიდან თითო რესტორანი თითო ოჯახს მზრუნველობას 1 წლის მანძილზე გაუწევს და იღებს ვალდებულებას, მისი მზრუნველობის ქვეშ მყოფი ოჯახი კვირაში სულ მცირე 2-ჯერ, მთელი კვირის განმავლობაში საკმარისი, მზა საკვებით უზრუნველყოს.



 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016