reportiori.ge - პიკის საათებში სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობაზე შესაძლოა გარკვეული რეგულაციები დაწესდეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 17:56
საზოგადოება
პიკის საათებში სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობაზე შესაძლოა გარკვეული რეგულაციები დაწესდეს
ავტორი:
21 იანვარი, 2016. 11:37


თბილისის მერიაში სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. სატრანსპორტო მოძრაობის განტვირთვის საკითხზე მსჯელობის მიზნით გამართულ შეხვედრას თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, მერის მოადგილეები ირაკლი ლექვინაძე, გიორგი ლილუაშვილი, ასევე თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი გურგენიძე, სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების წარმომადგენლები და სატრანსპორტო სფეროს ექსპერტები ესწრებოდნენ.



შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საცობების წარმოქმნის თვალსაზრისით სადისტრიბუციო ავტომანქანებს მნიშვნელოვანი პროცენტული წილი უჭირავს. დედაქალაქის მთავრობის წევრებმა სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს გააცნეს თავიანთი ხედვა საცობების განტვირთვის მიზნით სადისტრიბუციო ავტომანქანების მოძრაობის განრიგის შესახებ და მათი მოსაზრებები მოისმინეს.



თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, სადისტრიბუციო კომპანიებთან შეხვედრა არის იმ კომპლექსური სქემის ნაწილი, რომელიც თბილისის საცობებისგან განტვირთვას უკავშირდება.



დღეს ჩვენ შეხვედრა გვქონდა სადისტრიბუციო კომპანიებთან, რომლებსაც ფართო დაფარვის ქსელი აქვთ ქალაქის მასშტაბით. ვიმსჯელეთ იმ საკითხებზე, რომელიც გულისხმობს სადისტრიბუციო მანქანების უკეთ ორგანიზებას და პიკის საათებში რეგულირებას. განვიხილეთ რამდენიმე სამუშაო წინადადება და შევთანხმდით, რომ შემდეგ შეხვედრაზე ჩვენ მათ შევთავაზებთ კონკრეტულ წინადადებას, თუ რომელ ქუჩებზე, დროის რა პერიოდებში შეიძლება განხორციელდეს გარკვეული რეგულაციები იმისათვის, რომ თბილისში გადაადგილება იყოს უფრო კომფორტული", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016