reportiori.ge - დღეიდან სათხილამურო ტრასების უსაფრთხოებაზე მოთხილამურე პატრული იზრუნებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 17:31
საზოგადოება
დღეიდან სათხილამურო ტრასების უსაფრთხოებაზე მოთხილამურე პატრული იზრუნებს
ავტორი:
21 იანვარი, 2016. 12:55


სათხილამურო ტრასებზე მოქალაქეების უსაფრთხოებაზე დღეიდან მოთხილამურე პატრული იზრუნებს. მოთხილამურე პატრული აქცენტს გააკეთებს მხოლოდ დახმარებისა და უსაფრთხოების მიზნებზე. არ დაუშვებს სათხილამურო ტრასაზე თოვლმავლით გადაადგილებას, გარდა სარეაბილიტაციო, სამაშველო და პოლიციის თოვლმავლისა.


ასევე ტრასიდან ჩამოაშორებს იმ მოთხილამურეებს, რომლის სრიალიც აშკარად საფრთხის შემცველია.


შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის დავალებით, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა გოგა რაზმაძემ, მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციისა და პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მოთხილამურე პატრულის პროექტის მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრა სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში რამდენიმე დღის წინ გამართეს.


შს სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფის წევრები გუდაურში ვიზიტის დროს, საპილოტე პროექტის დაწყებამდე, კიდევ ერთხელ ადგილზე გაეცნენ იქ არსებულ ვითარებას, დაათვალიერეს სათხილამურო ტრასები, ინფრასტრუქტურა, გაესაუბრნენ დამსვენებლებსა და სპორტსმენებს. საპილოტე პროგრამა საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების სათხილამურო ტრასებზე უსაფრთხოების გაძლიერებისთვის შემუშავდა. სიახლე უსაფრთხოების სტანდარტების ასამაღლებლად დამატებითი ღონისძიებების გატარებასა და მოთხილამურე პატრულის ჩამოყალიბებას გულისხმობს.


უსაფრთხოების ღონისძიებებს რეგიონული პოლიციის დეპარტამენტების, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და შსს-ს სხვა რეგიონული დანაყოფების თანამშრომლები თავიანთი კომპეტენციისა და მოქმედების არეალში უზრუნველყოფენ.




 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016