რესპუბლიკური პარტიის წევრი, უმრავლესობის დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში მის გუშინდელ ნათქვამთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს:
„მომავალში დავიმახსოვრებ: 20 იანვარს არც სტაჟიორებს შევხვდები და არც ჟურნალისტებს. გუშინ „გავიგე", რომ „სექსისტი" ვყოფილვარ, ახლა „გავარკვიე", რომ NDI-სთან კონკურენციაში შევსულვარ და საპარლამენტო არჩევნების ფანტასტიკური პროგნოზი გამიკეთებია - ყველა მაჟორიტარად „ქართული ოცნების" წარმომადგენლები „გამიყვანია".
1) რადგან ჩემი სერიოზული ნათქვამი და ხუმრობა აშკარად ერევათ ერთმანეთში, რაც, ალბათ ჩემი ბრალი უფროა, ვიდრე სხვისი და
2) რადგან კომუნიკაციის პრობლემა მქონია,
პირდაპირ, ჟურნალისტების დახმარების გარეშე, სრული სერიოზულობით ვაცხადებ:
მაჟორიტარულ არჩევნებში გაიმარჯვებენ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები; ვის რამდენი გამარჯვებული ეყოლება, ამას გადაწყვეტს ქართველი ხალხი", - წერს ლევან ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში.