reportiori.ge - შს მინისტრმა გუდაურში „მოთხილამურე პატრულის“ საპილოტე პროექტი გახსნა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 14:58
საზოგადოება
შს მინისტრმა გუდაურში „მოთხილამურე პატრულის“ საპილოტე პროექტი გახსნა
ავტორი:
21 იანვარი, 2016. 14:56


შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების სათხილამურო ტრასებზე უსაფრთხოების პროექტის ფარგლებში, გუდაურში სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას სპორტული სკოლების ხელმძღვანელები, მწვრთნელები, მაშველები და სპორტსმენები დაესწრნენ. შს მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს უსაფრთხოების პროექტის მიზანი, დანიშნულება და მოთხილამურე პატრულის სამუშაო გეგმა გააცნო. გიორგი მღებრიშვილმა ასევე მოისმინა მათი მოსაზრებები ახალი საპილოტე პროექტის შესახებ.


შს მინისტრი დღესვე გუდაურში მოთხილამურე პატრულს შეხვდა და დავალებები მისცა. „მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამთო-სათხილამურო კურორტებზე დავიწყოთ ახალი პროექტი, რომელიც არაერთ განვითარებულ ქვეყანაში წარმატებით მუშაობს - სათხილამურო ტრასებზე დღეიდან უსაფრთხოების კონტროლს მოთხილამურე პატრული განახორციელებს. ისინი უზრუნველყოფენ თქვენი და ჩვენი შვილების უსაფრთხოებას ტრასებზე სრიალის დროს. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ამ პროექტის წარმატება ბევრად იქნება დამოკიდებული ჩვენი და თითოეული თქვენგანის თანაშრომლობაზე," - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.


შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა, სათხილამურო გზებზე დამატებითი უსაფრთხოების მიზნით, გუდაურში სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილი 14 პატრულ-ინსპექტორი მიავლინა, რომლებიც საზოგადოებრივ წესრიგსა და დამსვენებლების უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. პატრულირება სათხილამურო ტრასებზე წინასწარ დაწესებული გრაფიკით ყოველდღიურად, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე და 20:00 საათიდან 22:00 საათამდე განხორციელდება. სიახლე პირველ ეტაპზე, საპილოტე პროექტის სახით, გუდაურში ამოქმედდა.


შს მინისტრის ბრძანების თანახმად, ასევე აიკრძალება საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების (გუდაური, ბაკურიანი, მესტია, გოდერძის უღელტეხილი) სათხილამურო გზებზე თოვლმავალით ან მსგავსი ტიპის მოძრავი საშუალებით გადაადგილება, გარდა სარეაბილიტაციო, სამაშველო და საპოლიციო მიზნებისა. უსაფრთხოების ღონისძიებებს რეგიონული პოლიციის დეპარტამენტების და შსს-ს სხვა რეგიონული დანაყოფების თანამშრომლები თავიანთი კომპეტენციისა და მოქმედების არეალში უზრუნველყოფენ.


პატრულირების მსგავსი სისტემა აპრობირებულია ევროპაში, ზამთრის ცნობილ კურორტებზე. საქართველოში ახალი საპილოტე პროექტის მიზანია სათხილამურო გზებზე სხვადასხვა სახის შემთხვევების პრევენცია და დამსვენებელთა უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვა.

 

 

 

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016