reportiori.ge - დავით სერგეენკო: გრიპის ეპიდემიის არანაირი საშიშროება არ არსებობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 18:03
საზოგადოება
დავით სერგეენკო: გრიპის ეპიდემიის არანაირი საშიშროება არ არსებობს
ავტორი:
21 იანვარი, 2016. 14:57


შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გრიპის ეპიდემიის არანაირი საშიშროება არ არსებობს.



პირველ რიგში, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ გრიპის ეპიდემიის არანაირი საშიშროება არ არსებობს. შესაბამისად, არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა, რომ მოსახლეობა არამცთუ პანიკაში იყოს, არამედ თუნდაც რაიმე დაძაბულობა იყოს. იმ ნაბიჯების მთავარი ამოცანა, რასაც ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ვახორციელებთ, არის ის, რომ როგორც დიდ ქალაქებში, ასევე რაიონებში სასწრაფო დახმარების სამსახურების გადატვირთული მუშაობა განიტვირთოს. მათ მიეცეთ იმის საშუალება, რომ თავისი მოვალეობა შეასრულონ - გადაუდებელი მდგომარეობების მართვა და მეორე მხრივ, მოსახლეობას შევუქმნათ კომფორტი, რომ გაზრდილი მიმართვიანობის შემთხვევაში, რაც ნამდვილად გვაქვს ამ დღეებში, მიიღონ კვალიფიციური დახმარება და ეს დახმარება მიიღონ იმ სპეციალიტებისგან, რომლებიც ამაში ყველაზე მეტად არიან მომზადებულები", - განაცხადა დავით სერგეენკომ.



სერგეენკოს თქმით, სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯები არ არის მიმართული ეპიდემიის სამართავად, არამედ მიმართულია სასწრაფო დახმარების სამსახურების მუშაობის ნორმალიზაციისთვის.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016