დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე შს მინისტრის მოადგილეს შალვა ხუციშვილს უსმენენ. როგორც ხუციშვილმა განაცხადა, მართვის მოწმობებზე ქულების ჩამოკლება საპატრულო პოლიციის თანამშრომლის გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული არ იქნება და ეს სპეციალური პროგრამით მოხდება.
„საპატრულო პოლიციელმა შეიძლება არ იცოდეს, რამდენი ქულა აქვს მძღოლს დარჩენილი. იმისთვის, რომ საპატრულო პოლიციელისთვის დამატებითი უფლებამოსილების მიცემა თავიდან ავირიდოთ, მას შემდეგ, რაც მძღოლს პოლიციელი დააჯარიმებს და მოქალაქე არ გაასაჩივრებს, მას შემდეგ, რაც ჯარიმა კანონიერ ძალაში შევა, ქვითარი მომსახურების სააგენტოს ეგზავნება და ქულების ჩამოკლება სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის გზით მოხდება", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
როგორც ხუციშვილმა განმარტა ამით მისი უწყება პოლიციელებისთვის დამატებითი უფლებამოსილების გადაცემას აარიდებს თავს. შს მინისტრის მოადგილის თქმით პოლიციელებმა შესაძლოა დაჯარიმების დროს არც კი იცოდნენ რამდენი ქულა ექნება ამა თუ იმ მძღოლს დარჩენილი.