reportiori.ge - მართვის მოწმობებზე ქულების ჩამოკლება საპატრულო პოლიციის თანამშრომლის გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული არ იქნება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 15:18
საზოგადოება
მართვის მოწმობებზე ქულების ჩამოკლება საპატრულო პოლიციის თანამშრომლის გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული არ იქნება
ავტორი:
21 იანვარი, 2016. 16:21


დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე შს მინისტრის მოადგილეს შალვა ხუციშვილს უსმენენ. როგორც ხუციშვილმა განაცხადა, მართვის მოწმობებზე ქულების ჩამოკლება საპატრულო პოლიციის თანამშრომლის გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული არ იქნება და ეს სპეციალური პროგრამით მოხდება.


„საპატრულო პოლიციელმა შეიძლება არ იცოდეს, რამდენი ქულა აქვს მძღოლს დარჩენილი. იმისთვის, რომ საპატრულო პოლიციელისთვის დამატებითი უფლებამოსილების მიცემა თავიდან ავირიდოთ, მას შემდეგ, რაც მძღოლს პოლიციელი დააჯარიმებს და მოქალაქე არ გაასაჩივრებს, მას შემდეგ, რაც ჯარიმა კანონიერ ძალაში შევა, ქვითარი მომსახურების სააგენტოს ეგზავნება და ქულების ჩამოკლება სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის გზით მოხდება", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.


როგორც ხუციშვილმა განმარტა ამით მისი უწყება პოლიციელებისთვის დამატებითი უფლებამოსილების გადაცემას აარიდებს თავს. შს მინისტრის მოადგილის თქმით პოლიციელებმა შესაძლოა დაჯარიმების დროს არც კი იცოდნენ რამდენი ქულა ექნება ამა თუ იმ მძღოლს დარჩენილი. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016