reportiori.ge - თბილისში ორი სამედიცინო დაწესებულება პაციენტებს 24-საათიან რეჟიმში მოემსახურება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 18:00
საზოგადოება
თბილისში ორი სამედიცინო დაწესებულება პაციენტებს 24-საათიან რეჟიმში მოემსახურება
ავტორი:
21 იანვარი, 2016. 17:44


მომატებული ვირუსების გამო, თბილისში ორი სამედიცინო დაწესებულება დღეიდან პაციენტებს 24-საათიან რეჟიმში მოემსახურება. აღნიშნული ცენტრები წინამძღვრიშვილის 57-ში და ქიაჩელის 18-ში მდებარეობს.


ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დღეს გაიხსნება 24-საათიანი პირველი ორი საოჯახო მედიცინის ცენტრი, რომლებიც დღეს იმუშავებენ მხოლოდ მიღების რეჟიმში. აღნიშნულ საოჯახო ცენტრებში მუდმივად იქნება ოჯახის ექიმი, რომელსაც შეეძლება როგორც ბავშვების, ასევე მოზრდილების მიღება და ცხელების მდგომარეობისთვის საჭირო გამოკვლევის ადგილზე ჩატარება.



დღეს დაინერგება 112-ის სადისპეტჩეროს ახალი პროტოკოლი, რომელიც გამოაცალკევებს პროტოკოლს „ცხელება რისკ ჯგუფის გარეშე". ხვალიდან 112 ასეთ გამოძახებებს გადაამისამართებს არა თბილისის სასწრაფოში, არამედ სხვა სადისპეტჩეროში, რომელიც დაიწყებს ცენტრების მართვას და საჭიროების შემთხვევაში, ოჯახის ექიმების ბინაზე გააგზავნას.



თბილისის სასწრაფო დახმარების სადგურში უკვე გამოყვეს ხუთი მსუბუქი მანქანა, რითიც მენეჯერული შემადგენლობა დადიოდა. დროებით ასეთ მობილიზაციას ვაკეთებთ, რომ ოჯახის ექიმებს და მოსახლეობას ოპერატიული მიწვდომის კომფორტი შევუქმნათ. ხვალიდან ეს სამსახურები გადავლენ როგორც მიღების, ასევე გამოძახებაზე გასვლის რეჟიმში. ხვალიდან ასევე დაემატება მინიმუმ ერთი რესპუბლიკური საავადმყოფოს ამბულატორიული ნაწილი, რომელიც გადაერთვება 24-საათიან ფუნქციონირებაში. თუ ამ საოჯახო ცენტრებს აქვთ თავისი რესურსები, ექიმები, და ჰყავთ ტრანსპორტი, რესპუბლიკურ საავადმყოფოს სხვა ფუნქცია გააჩნია, სტაციონარია, ამიტომ მას დავეხმარებით კვალიფიციური ექიმებით, დღეს უკვე გაფორმდება კონტრაქტი, ასევე ტრანსპორტით, რომლის ძირითად ნაწილს ალბათ ჯადაცვის სამინისტროდან ვათხოვებთ. ხვალიდან ესეც დაიწყებს ფუნქციონირებას. ვფიქრობ, დაემატება კიდევ ორი დაწესებულება, რომ მთლიანად დედაქალაქის მოცვა იყოს სრული და მოსახლეობას ჰქონდეს კომფორტი", - განაცხადა დავით სერგეენკომ.



დავით სერგეენკოს თქმით, აღნიშნული სისტემა დღეს საღამოდან დაიწყებს მუშაობას მიღების რეჟიმში, ხვალიდან კი გამოძახების რეჟიმშიც გადავა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016