reportiori.ge - ანა დოლიძე: აქტიურად უნდა ვიმოქმედოთ, რომ გრიპი ფართო მასშტაბით არ გავრცელდეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 17:41
საზოგადოება
ანა დოლიძე: აქტიურად უნდა ვიმოქმედოთ, რომ გრიპი ფართო მასშტაბით არ გავრცელდეს
ავტორი:
21 იანვარი, 2016. 17:54


გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში სამხედრო პერსონალის საინფორმაციო ტიპის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე დაესწრო.


შეხვედრის ფარგლებში ჰოსპიტალის დირექტორმა, კაპიტანმა გიორგი მაისურაძემ სამხედრო ნაწილების ექიმებს ქვეყანაში არსებული გრიპის ვირუსის გავრცელებისა და პრევენციის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.



ანა დოლიძემ მნიშვნელოვან საკითხებზე სახელმწიფოს მხრიდან პროაქტიურ მიდგომაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ თავდაცვის უწყება შეიარაღებულ ძალებში ვირუსული გრიპის ფართო მასშტაბით გავრცელების პრევენციას ახორციელებს.



ჩვენ ძალიან აქტიურად უნდა ვიმოქმედოთ, დავგეგმოთ ღონისძიებები, რომ არ გავრცელდეს გრიპი ფართო მასშტაბით, განსაკუთრებით, ჩვენს შეიარაღებულ ძალებში, რომელიც, როგორც იცით, უფრო მეტად არის რისკის ქვეშ, რადგან ჯარისკაცები ერთად ცხოვრობენ, ერთად მიირთმევენ საკვებს. დღევანდელ შეხვედრაზე სამხედრო ნაწილების სამედიცინო პერსონალმა და სამედიცინო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ინფორმაცია გაცვალეს. შეხვედრის მიზანია, ადგილზე გავეცნოთ სიტუაციას, სრული და ადეკვატური ინფორმაცია მოვიპოვოთ და პრობლემის სწრაფად მოგვარებისთვის საჭირო გეგმები შევიმუშაოთ", - განაცხადა ანა დოლიძემ.

 



საინფორმაციო შეხვედრაზე სამედიცინო პერსონალმა სამხედრო ნაწილებში ვირუსული ინფექციების თავიდან აცილების მიზნით ინსტრუქციები მიიღო. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016