reportiori.ge - „რა გაწუხებთ“ - სოციალური პროექტი 25 იანვრიდან დაიწყება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 17:51
საზოგადოება
„რა გაწუხებთ“ - სოციალური პროექტი 25 იანვრიდან დაიწყება
ავტორი:
22 იანვარი, 2016. 10:30


ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური ინიციატივა მოსახლეობის მოთხოვნების ზუსტი განსაზღვრისთვის დაეხმარება


დღეს, 12:00 საათზე,  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და გლობალური ალიანსის პრეზდენტი ჟან-ელი მალკინი ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ, სადაც  ერთობლივი სოციალური ინიციატივის - „რა გაწუხებთ?"  პრეზენტაცია გაიმართება.


პროექტი „რა გაწუხებთ?"  საქართველოს მოსახლეობის სურვილებისა და მოლოდინების, მათი საჭიროებების ზუსტად განსაზღვრისთვის შეიქმნა.  მის შესახებ  ისაუბრებენ ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და „გლობალური ალიანსის" პრეზიდენტი ჟან-ელი მალკინი.


25 იანვრიდან სპეციალური კითხვარების საშუალებით, მოსახლეობის გამოკითხვა დაიწყება. ახალი ინიციატივა სამინისტროს საზოგადოების სამედიცინო საჭიროებების კიდევ უფრო, ზუსტად განსაზღვრაში დაეხმარება. 25 იანვრიდან კითხვარი, როგორც ინტერნეტით - ვებგვერდზე www.1505.ge , ასევე, ჯანდაცვის რეგიონულ ოფისებში იქნება ხელმისაწვდომი. გამოკითხვის შედეგებს დაამუშავებს და შეაჯამებს სოციოლოგიური კვლევის კომპანია.


2015 წლის აპრილში, საქართველოს მთავრობასა და  საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფ „გლობალურ ალიანსს" შორის საქართველოს ჯანდაცვის სფეროს მართვის ინოვაციური ინსტრუმენტებისა და სრულყოფის მიმართულებების შემუშავების მიზნით შეთანხმება გაფორმდა. საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფი „გლობალური ალიანსი", რომელსაც საფრანგეთის ყოფილი საგარეო და სამგზის ჯანდაცვის მინისტრი ბერნარ კუშნერი ხელმძღვანელობს,   ჯანდაცვის სისტემების მართვის მსოფლიოს აღიარებული ექსპერტებითაა დაკომპლექტებული.


გლობალური ალიანსისა და საქართველოს მთავრობას შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული,  ჯანდაცვის სისტემის სრულყოფის დოკუმენტების მომზადება, რომელიც პირველადი ჯანდაცვის რეორგანიზაციის, ხარჯთეფექტურობის გაზრდის,  სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებზე ხელმოსაწვდომობის ამაღლების, ჯანდაცვის ევროპულ  ნორმებთან და კანონმდებლობასთან ინტეგრაციისა და მართვის ევროპული სტანდარტების დანერგვას ითვალისწინებს, დასრულებულია. 


ამჟამად მიმდინარეობს დოკუმენტების ქართულ ენაზე თარგმნა. „გლობალურ ალიანსთან" ხელშეკრულება  მთავრობის  გადაწყვეტილებით 1 მაისამდე გაგრძელდა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016