reportiori.ge - ოთარ დანელია: წელს 26 ათას ტონაზე მეტი ციტრუსია ექსპორტზე გასული
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 17:43
საზოგადოება
ოთარ დანელია: წელს 26 ათას ტონაზე მეტი ციტრუსია ექსპორტზე გასული
ავტორი:
22 იანვარი, 2016. 10:53


საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ბათუმში ციტრუსის სეზონის შეჯამების დროს აჭარის მთავრობაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ წელს 26 ათას ტონაზე მეტი ციტრუსია ექსპორტზე გასული.



ოთარ დანელიამ მადლობა გადაუხადა არჩილ ხაბაძესა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაწეული მუშაობისთვის.

მინისტრის განცხადებით, წელს ექსპორტზე 26 ათას ტონაზე მეტი სტანდარტული მანდარინი გავიდა:



ეს ყველაზე წარმატებული ნარინჯისფერი რთველია საქართველოს ისტორიაში. 26 ათას ტონაზე მეტია ექსპორტზე გასული და შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრობლემა არ დაფიქსირებულა. ახალი არხები და მიმართულებებიც დაემატა. პოზიციები გაძლიერებულია გადამუშავების კუთხით. გადამუშავებული რაოდენობა პროპორციიდან გამომდინარე ცხადყოფს იმას, რომ არასტანდარტულ ციტრუსზე უფრო მეტი იყო მოთხოვნა, ვიდრე მიწოდება. პრაქტიკულად, ბოლოს განვითარებულ მოვლენებს რეგიონსა თუ სამეზობლოში ჩვენზე არ ჰქონია გავლენა. გვქონდა მიზანმიმართული გეგმა, რომელსაც მივყვებოდით და საბოლოოდ დავინახეთ შედეგი, რასაც მოველოდით", - განაცხადა ოთარ დანელიამ.



მთავრობის მონაცემებით, გადამუშავებულია 8 943 ტონა სამრეწველო მანდარინი, საიდანაც მიღებული შემოსავალი 1 718 773,5 ლარს შეადგენს, აქედან სახელმწიფო სუბსიდიის თანხა 844 179,1 ლარია.


სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე მანდარინის გადამუშავებას აწარმოებს ექვსი ქარხანა: ქობულეთში „Georgian Industrial Asset Management Group" და შპს „TCF Georgia", ამბროლაურის მუნიციპალიტეტში „GEO-Flowers", ქედაში შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობა-აგრო-ქედა", ჩოხატაურში შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობა-აგრო-ჩოხატაური" და გორში შპს „გსქ კულა".



მთავრობის ინფორმაციით, საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი და მაღალხარისხიანი ციტრუსის მიწოდების უზრუნველსაყოფად, აჭარასა და გურიაში მანდარინის ჩაბარება შესაძლებელია 40-მდე დამახარისხებელ-შემფუთავ პავილიონში.



საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის რეალიზაციის ხელშემწყობ ღონისძიებას ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, კომპანიები, რომლებიც 1 კგ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინს არანაკლებ 0.20 ლარად შეისყიდიან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსგან 1 კგ მანდარინზე 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიას იღებენ. ამ ეტაპზე გაცემული სუბსიდიის თანხა შეადგენს 399 718 ლარს. სუბსიდია გაცემულია ყველა იმ ქარხანაზე, რომლებსაც წარმოდგენილი აქვთ შესაბამისი დოკუმენტაცია. სტანდარტული მანდარინის ექსპორტი ძირითადად ხორციელდება შემდეგ ქვეყნებში: რუსეთი -78.28%, 20358 , უკრაინა - 44. 83%, 38 57, სომხეთი - 3.06%, 785, აზერბაიჯანი - 0.94%, 244 , ყაზახეთი - 1.72%, 447, ბელორუსია - 0.95 % 242, სხვა ქვეყნები - 0.29 % 74. 2015 წლის 1 ნოემბრიდან ქალაქ ბათუმში შექმნილია ციტრუსის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბი, ფუნქციონირებს ცხელი ხაზი - 2 47 01 01 ოფიციალური ვებგვერდი www.apma.ge ", - აცხადებენ მთავრობაში.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016