reportiori.ge - სახელმწიფოს დაფინასებით, ვეტერანთა ახალი ჰოსპიტალი აშენდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 17:38
საზოგადოება
სახელმწიფოს დაფინასებით, ვეტერანთა ახალი ჰოსპიტალი აშენდება
ავტორი:
22 იანვარი, 2016. 17:01


სახელმწიფოს დაფინანსებით, ვეტერანთა ახალი ჰოსპიტალი აშენდება,- ამის შესახებ ვეტარანთა საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა პორტალ „კვირას" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.



როგორც ზვიად გამსახურდიას ეროვნული გვარდიის წევრმა მერაბ პაპასკირიმ პრესკონფერენციაზე განმარტა, დღეს არსებული ჰოსპიტალის შენობა ამორტიზებულია, გამოსულია მწყობრიდან და თავის დატვირთვას ვერ ასრულებს.



იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს მდგომარეობა და ვეტერანების მომსახურების ხარისხი, აუცილებელია, ეს ჰოსპიტალი ახალ შენობაში გადავიდეს.



ახალი შენობისთვის ტეროტორიის გამოყოფის საკითხზე ვეტერანთა სახელმწიფო სამსახური მოლაპარაკებებს ეკონომიკის სამინისტროსთან აწარმოებს. როგორც ვეტარანმა დოდო გუგეშაშვილმა პრესკონფერენციაზე განმარტა, მანამ, სანამ ახალი შენობა აშენდება, ვეტარანთა ჰოსპიტალი დროებით მაღალი დონის გამართულ კლინიკაში გააგრძელებს ფუნქციონირებას.



„ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურთან ერთად, 70-მდე ვეტერანული არასამთავრობო ორგანიზაცია ჩართულნი ვართ ჰოსპიტალის პრობლემის მოგვარების საკითხში. ჰოსპიტალის თემა წლების მანძილზე, ყველა ხელისუფების დროს, მტკივნეული და გადაუწყვეტი იყო და დღევანდელი ვეტარანთა სახელმწიფო სამსახურის პირობებში მივაგენით გამოსავალს.

 

 

ვეტერანებს გვექნება ძალიან მაღალი დონის მომსახურება ჰოსპიტლის სახით, ოღონდ არა იქ, სადაც ამჟამად ჰოსპიტალი მდებარეობს. ეს არის ეკონომიკის სამინისტროს შპს, მიდის კონსულტაციები ეკონომიკის სამინისტროსთანაც, სანამ საფუძველი ჩაეყრება ახალი ჰოსპიტალის მშენებლობას და სანამ არ დასრულდება იგი, მანამდე ვეტერანებს ჩვენი ბრენდი გვექნება, ძალიან მაღალი დონის გამართულ კლინიკაში შენარჩუნდება და ჰოსპიტალი იქ გააგრძელებს ფუნქციონირებას. სამინისტროსთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს იმაზე, თუ სად განთავსდება ჰოსპიტალი, ამაზე უკვე შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია. ეკონომიკის სამინისტრო ასევე ჩართულია ამ ადგილის ტერიტორიის ჩანაცვლების საკითხში. ამ საკითხზე მოლაპარაკებებს სამინისტროსთან ბატონი ირაკლი შიხიაშვილი აწარმოებს",- აღნიშნა დოდო გუგეშაშვილმა.



გუგეშაშვილის განცხადებით, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ბოლო ერთი წელია, ვეტერანებს აქვთ სათანადო მომსახურება, დაწყებული წამლების დაფინანსებით, მაღალტექნოლოგიური გამოკვლევებით დამთავრებული. იქედან გამომდინარე, რომ ჰოსპიტალის შენობაში ამ ტიპის მომსახურების მიღება შეუძლებელი იყო, ვეტარანებმა მომსახურება სხვადასხვა კლინიკურ საავადმყოფოში მიიღეს.



ვეტერანებმა მადლიერება გამოხატეს ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის მიმართ და იმ დახმარებების შესახებ ისაუბრეს, რომელიც ათასობით ვეტერანს გაეწია.


 

„ჩვენი სახელით კეთდებოდა განცხადებები, რასაც ჩვენ არ ვიზიარებთ. გავეცანით ვეტარანთა სახელმწიფო სამსახურის მუშაობას. გაკეთდა ის, რომ აღდგა ვეტერანის ღირსება, ყველა ვეტერანისათვის და მათი ოჯახის წევრებისათვის. გავეცანით, რამდენ ათას ვეტერანს გაეწია სხვადასხვა სახის დახმარება, იქნება ეს ჰოსპიტალიზაციის, პრეპარატებით თუ სხვა სახით. სახელმწიფო სამსახური გვერდით დაუდგა ვეტერანებს. ჩვენ გვერდით ვუდგავართ ვეტერანთა სამსახურს და ბატონ ირაკლი შიხიაშვილს", - აღნიშნა ვეტარანთა 18 არასამთავრობო ორგანიზაციის გაერთიანების წევრმა თემურ ბაძაღუამ.



საქართველოს ვეტარენთა ფედერაციის წარმომადგენელმა აქცენტი არასამთავრობო სექტორისა და ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლობაზე გააკეთა, როგორც მიშა წიქარიძემ პრესკონფერენციისას განმარტა, თუ ეს ურთიერთკომუნიკაცია არ იქნება, ვერანაირი საქმე ვერ შესრულდება. მანვე სხვადასხვა პოლიტიკური ძალა ვეტერანების პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით გამოყენებაში დაადანაშაულა.

 

 

„მნიშვნელოვანია, რომ არასამთავრობო სექტორმა ითანამშრომლოს სახელმწიფო სამსახურთან. დღეს მე ვთვლი, რომ სახელმწიფო სამსახური არის იმ ფორმატში, რა ფორმატშიც უნდა იყოს. არასამთავრობო სექტორს აქვს საშუალება, თავისი ინიციატივები ამ სამსახურს წარუდგინოს. რადგან თუ ეს ურთიერთკომუნიკაცია არ იქნება, ვერანაირი საქმე ვერ შესრულდება. ჰოსპიტალის თემა დღეს პოლიტიზებულია და ბევრი პოლიტიკური ძალა ცდილობს, ვეტერანები თავის ელექტორატად გამოიყენოს, ჰპირდებიან უამრავ რამეს... რეალურად დღევანდელ დღემდე არცერთ ძალას ვეტერანებისთვის არაფერი გაუკეთებია. ბოლო 1,5 წლის მანძილზე კი 8 000- ზე მეტმა ვეტერანმა ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის დაფინასებით სამედიცინო მომსახურება მიიღო", - განაცხადა მიშა წიქარიძემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016