reportiori.ge - ჟან-ელი მალკინი: საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე ეფექტური რეაგირება ჰქონდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 17:49
საზოგადოება
ჟან-ელი მალკინი: საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე ეფექტური რეაგირება ჰქონდა
ავტორი:
22 იანვარი, 2016. 17:25


„H1N1-თან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე დავით სერგეენკოს ძალიან კარგი და ეფექტური რეაგირება ჰქონდა, რაც, პირველ რიგში, მოსახლეობის საჭიროებებსა და მათ მოლოდინზეა მიმართული",- ასე შეაფასა „გლობალური ალიანსის" პრეზიდენტმა ჟან-ელი მალკინმა ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს მუშაობა ვირუსულ გრიპთან დაკავშირებით სოციალური ინიციატივის „რა გაწუხებთ?" პრეზენტაციის დასრულებისას.



აღნიშნული ინიციატივის მნიშვნელობის წარმატებულ მაგალითად, მინდა მოვიყვანო ის ქმედებები, რომელიც ამჟამად აქტუალურია საქართველოში და უკავშირდება H1N1 ვირუსის შემთხვევებს. მინისტრს ამ სიტუაციაზე ჰქონდა ძალიან კარგი და ეფექტური რეაგირება, რაც, პირველ რიგში, ეფექტური მენეჯმენტის გამოხატულებაა და მოსახლეობის საჭიროებებზე, მათ მოლოდინზეა მიმართული. ეს იყო ძალიან სწორი და კარგი რეაგირება, რაც მინისტრმა განახორციელა, რათა გააძლიეროს ასეთ შემთხვევებზე პასუხი და პროცესის ეფექტურად მართვის მიზნით, გაზარდოს ოჯახის ექიმების ჩართულობა. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პირველადი ჯანდაცვის რეფორმის გაგრძელების მნიშვნელობას, რომელიც მინისტრისა და ასევე ჩვენი „გლობალური ალიანსის" ერთობლივი პროგრამის პრიორიტეტია - პირველადი ჯანდაცვის გაუმჯობესება და ამ მხრივ მუშაობის გაგრძელება", - განაცხადა მალკინმა.

 

 

მალკინმა დადებითად შეაფასა ჯანდაცვის მინისტრის მუშაობა და ის ქმედითი ნაბიჯები, რაც ბოლო დროს განახორციელა: „მინისტრისთვის ცნობილია მოსახლეობის პრობლემები და ის პრაქტიკული საჭიროებები, თავისი პირადი ჩართულობისა და იმ კოლეგების მეშვეობით, რომლებიც მოსახლეობასთან მუშაობენ სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში, ასევე -  ის სიტუაცია, რაც ქვეყანაში არსებობს ჯანდაცვის მიმართულებით. მაგრამ აღნიშნული ინიციატივა საშუალებას მოგვცემს, უფრო ახლოს ვიყოთ მოსახლეობასთან და მივიღოთ უფრო კონკრეტული ინფორმაცია მათგან, რათა შემდეგ განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ კონკრეტულ საკითხებს".

 

 

შეგახსენებთ, რომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და „გლობალური ალიანსის" პრეზდენტმა ჟან-ელი მალკინმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. ბრიფინგის ფარგლებში, ერთობლივი სოციალური ინიციატივის „რა გაწუხებთ?"  პრეზენტაციაც მოეწყო. 25 იანვრიდან სპეციალური კითხვარების საშუალებით, მოსახლეობის გამოკითხვა დაიწყება. ახალი ინიციატივა სამინისტროს საზოგადოების სამედიცინო საჭიროებების კიდევ უფრო, ზუსტად განსაზღვრაში დაეხმარება. კითხვარი, როგორც ინტერნეტით - ვებგვერდზე www.1505.ge, ასევე, ჯანდაცვის რეგიონულ ოფისებში იქნება ხელმისაწვდომი. გამოკითხვის შედეგებს დაამუშავებს და შეაჯამებს სოციოლოგიური კვლევის კომპანია.



„ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა, როგორც სამინისტროსთვის, ასევე  ჩვენთვის. როგორც ავღნიშნე, „გლობალური ალიანსი" მჭიდროდ თანამშრომლობს სამინისტროსთან. როგორც მინისტრმა ხაზი გაუსვა, ჩვენ მივიღებთ ინფორმაციას, ყველაზე მეტრად რა აწუხებს მოსახლეობას, ხოლო საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება, გამოხატოს საკუტარი აზრი, რისი თქმაც სურს სამინისტროსთვის", - განმარტა ჟან-ელი მალკინმა.


 

2015 წლის აპრილში, საქართველოს მთავრობასა და  საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფგლობალურ ალიანსს" შორის საქართველოს ჯანდაცვის სფეროს მართვის ინოვაციური ინსტრუმენტებისა და სრულყოფის მიმართულებების შემუშავების მიზნით შეთანხმება გაფორმდა. საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფიგლობალური ალიანსი", რომელსაც საფრანგეთის ყოფილი საგარეო და სამგზის ჯანდაცვის მინისტრი ბერნარ კუშნერი ხელმძღვანელობს, ჯანდაცვის სისტემების მართვის მსოფლიოს აღიარებული ექსპერტებითაა დაკომპლექტებული.

 

 

გლობალური ალიანსისა" და საქართველოს მთავრობას შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული,  ჯანდაცვის სისტემის სრულყოფის დოკუმენტების მომზადება, რომელიც პირველადი ჯანდაცვის რეორგანიზაციის, ხარჯთეფექტურობის გაზრდისსამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებზე ხელმოსაწვდომობის ამაღლების, ჯანდაცვის ევროპულ  ნორმებთან და კანონმდებლობასთან ინტეგრაციისა და მართვის ევროპული სტანდარტების დანერგვას ითვალისწინებს, დასრულებულიაამჟამად მიმდინარეობს დოკუმენტების ქართულ ენაზე თარგმნა. „გლობალურ ალიანსთან" ხელშეკრულება,  მთავრობის  გადაწყვეტილებით, 1 მაისამდე გაგრძელდა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016