reportiori.ge - ნარი გეგეშიძე: ბესიკ კახაბრიშვილი როგორ შეიძლება იყოს გამგებელი? ოჯახი ულუკმაპუროდ დაგვტოვა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 18:04
საზოგადოება
ნარი გეგეშიძე: ბესიკ კახაბრიშვილი როგორ შეიძლება იყოს გამგებელი? ოჯახი ულუკმაპუროდ დაგვტოვა!
ავტორი:
22 იანვარი, 2016. 18:31


გამგებლობის კანდიდატს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ბესიკ კახაბრიშვილს მოქალაქე ნარი გეგეშიძე თაღლითობაში სდებს ბრალს. ნარი გეგეშიძე „რეპორტიორთან" საუბარში ამბობს, რომ ბესიკ კახაბრიშვილი იმ თაღლითური სქემის ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა, რის შედეგადაც გეგეშიძის ოჯახი უბინაოდ დარჩა. ნარი გეგეშიძე ჰყვება, რომ ვაზიანში მდებარე ბლოკის საამქრო, რომელიც მისმა ოჯახმა საკუთარი ხელებით ააშენა, კახაბრიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად წაართვა, გადაიფორმა და გაქურდა:


„ბესიკ კახაბრიშვილმა ჩვენი ოჯახის ხელით შექმნილი ქონება წაგვართვა და გაანიავა! ახლა გამგებლის თანამდებობაზე იყრის კენჭს. კეთილი ინებოს, მოვიდეს და დამელაპარაკოს - რას აპირებს?! საქმე პროკურატურაშია! მან გაძარცვა ჩვენი ქონება. საამქროდან რკინის ნაკეთობები წაიღო, გაქურდა, გაანიავა. არ გავჩერდები, ვიტყვი ყველგან, სადაც ხელი მიმიწვდება. პასუხს ვაგებინებ ამ დამნაშავეებს.

 

სახელმწიფო ქონების აღრიცხვის და პრივატიზების გარდაბნის სამმართველოს მაშინდელმა უფროსმა შოთა დიდებაშვილმა, მექრთამე და ორჯერ ნასამართლევმა, ჩვენი ქონება გადაუფორმა კახაბრიშვილს, ხოლო კახაბრიშვილმა - ვასილ თურქიშვილს. დაიტაცეს ყველაფერი, რაც კი იყო ჩვენი ოჯახის კუთვნილი საამქროში! თუ უნდა, მის საქმეში არ ჩავერიო, მოვიდეს, დამელაპარაკოს, დააბრუნოს წართმეული ქონება!

 

კახაბრიშვილმა პირადად ამოიყვანა მუშები და დაშალა-გაყიდა იქაურობა. კახაბრიშვილი არის თაღლითი! სოფელ სააკაძეში მას ქარხანა აქვს გაქურდული, ეს დაფიქსირებულია. ცუდი ავტორიტეტით სარგებლობს. ის როგორ შეიძლება იყოს გამგებელი? ულუკმაპუროდ დაგვტოვა! მოვიდეს და ამ ყველაფერზე დამელაპარაკოს, გამცეს პასუხი!", - ამბობს გეგეშიძე.


კითხვაზე - რას წარმოადგენდა ბესიკ კახაბრიშვილი იმ დროს, როცა ქონება ამ ჯგუფმა გადაიფორმა, ვისზეც საუბრობს- გეგეშიძე პასუხობს:

 

„არაფერს წარმოადგენდა. ეგ იყო ერთი თავზეხელაღებული ადამიანი.წამართვეს და სხვის სახელზე გადააფორმეს! ჰკითხეთ კახაბრიშვილს, როგორ წამართვა. არ იცით, როგორ ართმევდნენ ქონებას მოქალაქეებს?", - აცხადებს გეგეშიძე.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016