reportiori.ge - შსს-ს ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიოლოგიურ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირებისთვის საჭირო აღჭურვილობა გადაეცა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 18:00
საზოგადოება
შსს-ს ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიოლოგიურ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირებისთვის საჭირო აღჭურვილობა გადაეცა
ავტორი:
23 იანვარი, 2016. 10:11



შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პოლონეთის რესპუბლიკის საელჩომ, საგრანტო პროექტის - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მხარდაჭერა ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიოლოგიურ და ბირთვულ საფრთხეებზე (GBRN) რეაგირებაში" ფარგლებში, ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიოლოგიურ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირებისთვის საჭირო აღჭურვილობა: დეკონტამინაციის 4 კაბინა, აირგაუმტარი კომბინეზონები, პნევმატური კარავი და სამედიცინო ჩანთები გადასცა.


ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია და საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი ანჟეი ჩიეშკოვსკი სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ესწრებოდნენ.


პოლონური მხარე აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან. 2015 წელს სააგენტოს თანამშრომლები პოლონეთში, ქალაქ გურჯონში იმყოფებიდნენ, სადაც მათ პოლონურმა კომპანია „LUBAWASA"-მ ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიოლოგიურ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირებისათვის საჭირო სპეციალური აღჭურვილობის შესასწავლი ტრენინგი ჩაუტარა. ქართველმა მაშველებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს სიმულაციურ ვარჯიშში, რომელიც ქიმიური ნივთიერების შედეგად დაზარალებული ადამიანების სამაშველო ღონისძიებას ითვალისწინებდა.


პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ გადაცემული აღჭურვილობა კიდევ უფრო გააუმჯობესებს კატასტროფების რისკების შემცირებას და ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიოლოგიურ და ბირთვულ ინციდენტებზე მორეაგირეთა კოორდინირებულ მუშაობას.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016