reportiori.ge - ირაკლი ჟვანია: დავასუფთაოთ თბილისი უფასო წყლით!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 17:37
საზოგადოება
ირაკლი ჟვანია: დავასუფთაოთ თბილისი უფასო წყლით!
ავტორი:
23 იანვარი, 2016. 10:46



კომპანია „თბილისის შადრევნების" დამფუძნებელი, მოქანდაკე ირაკლი ჟვანია თბილისის მერიას მიმართავს - თბილისის ქუჩები გაირეცხოს და სკვერები და პარკები მოირწყას იმ შადრევნებიდან გადაღვრილი წყლით, რომლის მოცულობა ყოველწლიურად 75,000 მ2-ია და მისი ღირებულება 330 000 ლარია.

 

„ამ წყლის ღირებულება  ერთხელ უკვე გადახდილია შადრევნების ფუნქციონირებისათვის, გაუგებარია, რატომ იღვრება ეს წყალი კანალიზაციაში უყაირათოდ. და ეს მაშინ, როდესაც თბილისის ქუჩები სავსეა მტვრით,  დედაქალაქის დაბინძურება ხომ ყველა ზღვარს გასცდა უკვე.

 

ამ  წყლის გადაღვრის მაგივრად ხომ შეიძლება მისი გამოყენება დედაქალაქის დასუფთავებისათვის, ასევე იმ პარკების მოსარწყავად, სადაც შადრევნებია განლაგებული (ვაკის პარკი, ვერის პარკი, გოძიაშვილის ბაღი, მრგვალი ბაღი, მაიაკოვსკის ბაღი, არტოს ბაღი, კახიძის ბაღი, 9 აპრილის ზედა და ქვედა ბაღი, მარშალ გელოვანის ბაღი და სხვა).

 

ასევე აუცილებელია ამ წყლით წყალმზიდი მანქანების შევსება და თბილისის ქუჩების გარეცხვა, რაც ასე სჭირდება დედაქალაქს..." - ნათქვამია თბილისის მერიისადმი მიმართვაში.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016