reportiori.ge - სასჯელაღსრულებისა სამინისტროს თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 18:12
საზოგადოება
სასჯელაღსრულებისა სამინისტროს თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს
ავტორი:
23 იანვარი, 2016. 11:07


სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს აქციას „გაიღეთ სისხლი, აჩუქეთ ბავშვებს სიცოცხლე" შეუერთდა. ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ ხულორდავამ და სამინისტროს თანამშრომლებმა გაიღეს.



„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლებს შესაძლებლობა მოგვეცა, ჩავრთულიყავით აქციაში ლეიკემიით დავადებული ბავშვების გადასარჩენად.  ბავშვებისთვის, რომლებიც მკურნალობის რთულ კურსს გადიან, ძალიან მნიშვნელოვანია სისხლი და სამინისტროს თანამშრომლები ამ აქციაში სიამოვნებით ჩაერთნენ", -  განაცხადა თამარ ხულორდავამ. 



 მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ონკო-ჰემატოლოგიური დეპარტამენტი ერთადერთია საქართველოში, სადაც ლეიკემიით დაავადებული ბავშვები მკურნალობენ. სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში 0-დან 18-წლამდე ასაკში ყოველ წლიურად ლეიკემიით 40 ახალი შემთხევა ფიქსირდება.  ბავშვების მკურნალობისათვის ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსია საჭირო.  შესაბამისად, პაციენტის კლინიკაში დაყოვნების პერიოდი 9 თვეს მოიცავს. მათ ქიმიოთერაპიის ხანგრძლივი მკურნალობის პროცესში სისტემატიურად სჭირდებათ ახალი სისხლისაგან დამზადებული კომპონენტები.



სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლები ბავშვების  სიცოცხლის გადასარჩენად მსგავს აქციებში მონაწილებას მომავალშიც გეგმავენ.  


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016