reportiori.ge - მიხეილ გიორგაძე: ღონისძიებებზე მოსაწვევებით დაპატიჟება მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 17:30
საზოგადოება
მიხეილ გიორგაძე: ღონისძიებებზე მოსაწვევებით დაპატიჟება მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა
ავტორი:
23 იანვარი, 2016. 13:10


კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის საზეიმო გახსნაზე მოსაწვევებით დასწრებასთან დაკავშირებით გამოწვეულ უკმაყოფილებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. გიორგაძე ამბობს, რომ აჟიოტაჟი ხელოვნურად შექმნილია, რადგან ღონისძიებაზე მოსაწვევებით ადამიანების დაპატიჟება მთელ მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა.


„მე კარგად ვიცი, რომ მედიის კრიტიკა სახიფათო საქმეა. ამას არ ვაპირებ, თუმცა, ძვირფასო მეგობრებო, ნამდვილად ჩემს გაკვირვებას ვერ დავმალავ იმასთან დაკავშირებით, რომ აჟიოტაჟი ამ საკითხთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ცოტა ხელოვნურად იყო შექმნილი. ის, რომ გარკვეულ ღონისძიებებზე მოსაწვევებით პატიჟებენ ადამიანებს, ეს მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა.

 

სწორედ იმიტომ, რომ ეს ინტერესი მოსალოდნელი იყო საზოგადოებაში, რამდენიმე საპრემიერო დღეა როგორც ოპერის, ისე ბალეტის ნაწილში", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.



ოპერის თეატრი 30 იანვარს სპექტაკლით „აბესალომ და ეთერი" გაიხსნება.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016