reportiori.ge - ზვიად ტომარაძე: ვეთანხმები ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 15:45
საზოგადოება
ზვიად ტომარაძე: ვეთანხმები ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს
ავტორი:
23 იანვარი, 2016. 23:13



საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელის კახა ცხადაძისა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

 

ვაკვირდები ქართულ ფეხბურთში ნაკრების მწვრთნელ კახა ცხადაძისა და ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილს დაპირისპირებას და სრულიად ვეთანხმები ფედერაციის პრეზიდენტს. საქართველოს ნაკრების მწვრთნელისთვის ხელფასი თვეში 120 000 ლარი ვფიქრობ, ძალიან ბევრია. მიუხედავად ამისა ცხადაძეს შედეგებზე პროპორციულ ანაზღაურებას სთავაზობენ. კერძოდ, თუ საქართველოს ნაკრები 2018 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფში მესამეზე გავა, ამაზე მეტ ხელფასს აიღებს, თუ მესამეს ქვემოთ - ამაზე ნაკლებს. და რა არის ამაში მოუწონარი? აბა მეხუთე- მეექვსე ადგილს ისედაც ვიკავებთ ყოველთვის და თუ მწვრთნელს ამის მოტივაცია არა აქვს, მაშინ დაინიშნება ის ვისაც ამის უნარი შესწევს. ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო კახა ცხადაძე და მწვრთნელადაც აქვს გარკვეული წარმატებები, მაგრამ მასზე ნაკლები ანაზღაურება ჰქონდათ ხოსე პეკერმანს (ბოლივიის ნაკრები), ფერნანდუ სანტუშს (საბერძნეთი), ალეხანდრო საბელიას (არგენტინა), ფოლკერ ფინკეს (კამერუნი), ნიკო კოვაჩს (ხორვატია) და სხვა..." - წერს ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016