reportiori.ge - ირმა ინაშვილი: ნარკომანია დაავადებაა და მესხის დაავადება მისი პირადი ცხოვრების ნაწილია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 15:08
საზოგადოება
ირმა ინაშვილი: ნარკომანია დაავადებაა და მესხის დაავადება მისი პირადი ცხოვრების ნაწილია!
ავტორი:
24 იანვარი, 2016. 04:05



"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი გამოეხმაურა უკრაინული საიტების მიერ გავრცელებულ კადრებს, რომელზშიც ასახულია, როგორ იპოვეს ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი მსახიობი მიშა მესხი და მისი მეგობარი კიევში, აეროპორტისკენ მიმავალ ტაქსში. მისი თქმით ამ ტიპის კადრების გავრცელება ყოვლად დაუშვებელია და უკრაინელმა რედაქტორებმა უხეშად დაარღვიეს ჟურნალისტიკის ფუნდამენტური სტანდარტი.

 


ვხედავ: ნახევარი "ფეისბუქი" აღშფოთებულია მიშა მესხის საქციელის გამო. აღშფოთებულებს მოკრძალებით მინდა ვუთხრა: ამ ტიპის კადრების გავრცელება ყოვლად დაუშვებელია. უკრაინელმა რედაქტორებმა უხეშად დაარღვიეს ჟურნალისტიკის ფუნდამენტური სტანდარტი- ადამიანის პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია. ნარკომანია დაავადებაა და მესხის დაავადება მისი პირადი ცხოვრების ნაწილია.

 

არავინაა დაცული, რომ მისი შაქრის დიაბეტის, ან რაიმე სხვა დაავადების გამო, კომაში არ ჩავარდება... და ეს კადრები ვინმემ ტელევიზიით უნდა გაავრცელოს? მეორე- ჩვენი სახელმწიფოს ზრუნვის მთავარ მიმართულებად უნდა იქცეს ნარკომანთა მკურნალობა, რეაბილიტაცია.

 

იმ სატრანზიტო არხების კონტროლი, საიდანაც ქვეყანაში ნარკოტიკი შემოდის. თაობები კვდება... თაობები მოკლეს... ნიშნისმოგებით კი ნუ ვავრცელებთ ამ კადრებს, გულისტკივილმა გაგვაერთიანოს, რომ ნარკოტიკი საუკეთესო ახალგაზრდობას და ძველგაზრდობას გვართმევს. გამოსავალზე ვიფიქროთ. გამოსავალზე... მიშა მესხი უნიჭიერესი მსახიობია. როგორ გამოვტაცოთ სიკვდილს ეს ხალხი, ამაზე დავხარჯოთ ძალისხმევა... კრიტიკაზე და ლანძღვაზე კი არა.

 

ჩაიხედეთ საკუთარ გულებში: ნუთუ ყველა ასეთი იდეალურები ვართ?! კი, ბატონო, ნარკოტიკი არა, მაგრამ სხვა რამდენი ვნება გვაქვს დასაძლევი, ნარკოტიკზე უარესიცაა ზოგი", - ამბობს ინაშვილი.



 წყარო: „მარშალპრესი"


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016