რაგბის კავშირი პრეზიდენტს ამ წუთებში ირჩევს. პროცესს კი სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე და პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი ესწრებიან.
სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ რაგბის კავშირის არჩევნებში არავინ ერევა და გადაწყვეტილებას მორაგბეები თავად მიიღებენ, სამინისტრო კი ნებისმიერი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში მზად არის თანამშრომლობისთვის.
„ეს ოჯახი მიიღებს იმ გადაწყვეტილება რაც რაგბს ჭირდება. სახელმწიფო ნებისმიერ მათგანთან ითანამშრომლებს რაგბის განსავითარებლად,"- აცხადებს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კი აცხადებს წლების წინ მორაგბე იყო და გულშემატკივრობს ამ სპორტს. გიორგი კახიანი ამბობს, რომ მმართველი გუნდი არჩევნებში არ ერევა.
„ეს ის შემთხვევაა, რომ არჩევანის გაკეთება კარგსა და უკეთესს შორის ხდება. მე როგორც ყოფილი რაგბისტი მოვედი. სიმპათიები ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება გაგვაჩნდეს.
მთავარი არის ის, რომ პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს,"- აცხადებს კახიანი.