reportiori.ge - რეგიონული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟების სამედიცინო ინვენტარით აღჭურვა დაიწყო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 15:10
საზოგადოება
რეგიონული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟების სამედიცინო ინვენტარით აღჭურვა დაიწყო
ავტორი:
24 იანვარი, 2016. 16:34



რეგიონული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟების სამედიცინო ინვენტარით აღჭურვა დაიწყო. პირველ ეტაპზე, შესაბამისი მოწყობილობები სამტრედიის რაიონულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს გადაეცა. აღჭურვის პროცესს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის სამედიცინო ხარისხისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსი ამირან გოგიტიძე და იმერეთის რეგიონის ვიცე-გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია დაესწრნენ.


სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამტრედიის რაიონის სამივე ეკიპაჟი  კარდიოგრაფებით, დეფიბრილატორებით, სატრაქციო და ხერხემლის საიმობილიზაციო არტაშნებით, კისრის საყელოებით, მექანიკური მქაჩებით, სამედიცინო ჩანთებით, ჟანგბადის ბალონებით, საინტუბაციო კომბინირებული მილებითა და პორტატული პულსოქსიმეტრებით აღიჭურვა.  


აღნიშნული სამედიცინო ინვენტარით იმერეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების 40 ეკიპაჟი რამდენიმე დღეში აღიჭურვება. იმერეთის შემდეგ, ეს მოწყობილობები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეტაპობრივად გადაეცემა.  


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016