reportiori.ge - მანჩო გიორგობიანი: დიდი მადლობა ბიძინა ივანიშვილს! ნუ იტყვით, რომ „ვალდებული იყო“, ან „თავისთვის გაიკეთა!“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 12:33
საზოგადოება
მანჩო გიორგობიანი: დიდი მადლობა ბიძინა ივანიშვილს! ნუ იტყვით, რომ „ვალდებული იყო“, ან „თავისთვის გაიკეთა!“
ავტორი:
24 იანვარი, 2016. 23:30


 

მანჩო გიორგობიანი საქართველოს ყოფილ პრემიერ- მინისტრს ბიძინა ივანიშვილს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობის რეაბილიტაციისთვის მადლობას უხდის.

 

 

„დიდი მადლობა ბიძინა ივანიშვილს...

გთხოვთ, ნუ ჩამიწერთ კომენტარებში, რომვალდებული იყო", ანთავისთვის გაიკეთა" , ანბერასთვის გაარემონტა"., ანმაგისთვის 40 მილიონი არაფერია (ერთი "ჟუვაჩკის" ხურდაა) ".. და . ...

(უმადურ ავადმყოფებს დავბლოკავ)

 

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობის რეაბილიტაცია და რემონტი ფონდიქართუს" ფინანსური უზრუნველყოფით 2010 წელს დაიწყო. პროექტის მთავარი არქიტექტორია - ლერი მეძმარიაშვილი. ჯამურად, სულ ოპერის აღდგენა და რესტავრაცია 40 მილიონ დოლარამდე დაჯდა.

 

პროექტი ითვალისწინებდა თეატრის სრულ აღდგენით-სარესტავრაციო სამუშაოებს. შენობას ჩაუტარდა შიდა და გარე სარესტავრაციო სამუშაოები:

 

- სარემონტო სამუშაოების შედეგად გამაგრდა ფუნდამენტი, ფურცლოვანი სპილენძით გადაიხურა სახურავი;

 

- განახლდა და ამავდროულად პირვანდელი სახეც შეუნარჩუნდა ოპერის ფასადს და ინტერიერს.

 

- სრულად შეიცვალა სცენის ზედა და ქვედა მექანიზაცია.

 

- გაფართოვდა საორკესტრო ორმო;

 

- დამონტაჟდა ულტრათანამედროვე ვიდეო, აუდიო, ინტერკომი და განათების სისტემები;

 

- სრულად შეიცვალა შიდა და გარე ქსელები;

 

- რესტავრირება გაუკეთდა და ხელახლა მოოქროვდა დარბაზი;

 

- თეატრი სრულად აღიჭურვა უმაღლესი კლასის ინსტრუმენტებით (მათ შორისაა 2 დიდი საკონცერტო სტეინვეის როიალი)

 

- სრული რესტავრაცია ჩაუტარდა დარბაზში მაყურებელთა სკამებს;

 

- რესტავრაცია ჩაუტარდა ნოდარ ერგემლიძის დიზაინით ავსტრიაში დამზადებული 100-ნათურიანი ბროლის ჭაღს;

 

- თეატრი სრულად აღიჭურვა ახალი ავეჯითა და კომპიუტერული ტექნიკით;

 

- გადაკეთდა ჯანსუღ კახიძის სახელობის სარეპეტიციო დარბაზი (გაკეთდა მცირე სცენა და საორკესტრო ადგილი).

 

- თეატრს დაემატა ღია ვერანდები და საგამოფენო სივრცე. მსახიობებისთვის გაკეთდა ახალი საგრიმიოროები, ანტრაქტების დროს დასასვენებელი დარბაზი, თანამშრომლებისათვის აშენდა სასადილო;

 

- გაფართოვდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა თეატრის მიმდებარე სკვერს.

ფონდ ქართუს დაფინანსებით, შეძენილიაპანასონიკის" ფირმის 2 მძლავრი პროექტორი, რომელიც შეამცირებს სპექტაკლების სადადგმო ღირებულებას. ავსტრიულმა ფირმავაგნერმა" და სერბეთისსვეტლიოსტმა" დაამონტაჟეს თანამედროვე პროჟექტორები განათებისათვის, გერმანულმა ფირმაზალცბრენერმა" თეატრი გახმოვანების უახლესი აპარატურით აღჭურვა.

 

სარემონტო სამუშაოები 6 წელს მიმდინარეობდა. სულ ამ პროცესში ჩართული იყო ქართუ ჯგუფის ასეულობით თანამშრომელი ადამიანი."



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016